საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის
ჯგუფის წევრი, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ( EBRD )
ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის პროექტში 115.5 მილიონი აშშ დოლარის
ინვესტირების გზით ხელს უწყობენ საქართველოს შეამციროს თავისი
დამოკიდებულება ნახშირბადის ბაზაზე გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე და
განამტკიცოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
IFC 40.5 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო EBRD 52 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს `საქართველო- ურბან ენერჯი”-ს, თურქული ჰოლდინგის Anadolu Endustri-ის შვილობილ კომპანიას, და დამატებით 23 მილიონი აშშ დოლარის სინდიცირებას განახორციელებენ კომერციული ბანკები სგან. 87მვტ სიმძლავრის ფარავნის ჰიდროელექტროსადგური IFC-ისა და EBRD -ის პირველი ინვესტიციაა საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სექტორში.
ანადოლუ ჯგუფის ფინანსური დირექტორის ჰურსიტ ზორლუს თქმით, ფარავნის პროექტი გაზრდის ანადოლუს განახლებადი ენერგიის გენერაციის საშუალებებს. მისივე თქმით, ეს პროექტი ასევე სარგებელს მოუტანს თურქეთის ელექტროენერგიის ბაზარს, რამდენადაც ფარავნის ჰიდროელექტროსადგური ამ ბაზარზე `მწვანე” ენერგიის ექსპორტს მოახდენს.”
ჰოლდინგ ანადოლუს ენერგეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელმა თუპბან აქსოიმ განაცხადა: `IFC-ის და EBRD -ის მნიშვნელოვანი როლი აქვთ საქართველოში ანადოლუ ჯგუფის მდგრადი ენერგეტიკული პროექტის დაფინანსების კუთხით. იმედი გვაქვს, ეს სტრატეგიული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის ბაზარზე სხვა ინვესტორები ს მოზიდვას.”
ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს მოამარაგებს ელექტროენერგიით ზამთრის თვეებში, როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგიის საჭიროებაა, ხოლო ზაფხულში, როდესაც საქართველოს ელექტროენერგია ჭარბად აქვს, მოხდება მისი ექსპორტი თურქეთში.
`კლიმატის ცვლილებების შედეგების შერბილება მდგრად ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტირების გზით IFC-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია,” განაცხადა IFC-ის ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გულრეზ ჰოდამ. `ფარავანი უდიდესი მნიშვნელობის პროექტია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას გაზარდოს განახლებადი ენერგიის გამომუშავება, შეამციროს ნახშირბადის გამოყოფა და მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.”
Related Stories