„ვენდისი“ შესაძლოა დაგეგმილზე ადრე გაიხსნას


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ლისის ტბაზე მწვანე ქალაქის მშენებლობა იწყება

01/07/2011 11:49 (326 დღე 12:14 minutes ago)

lisi-lake.jpg

დღეს, ლისის ტბის მიმდებარედ, “მწვანე ქალაქი ლისის” განაშენიანების 1 ფაზის პრეზენტაცია გაიმართება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამით საფუძველი ჩაეყრება ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს დეველოპერულ პროექტს, რომლის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება და რომლის  კონცეფციაც სრულიად უნიკალურია თბილისისთვის. სტუმრების წინაშე პროექტს ლისი დეველოპმენტის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბობ მეიერი წარადგენენ.

“მწვანე ქალაქი ლისი” - ახალი, ეკოლოგიური უბნის კონცეფციაა, ერთგვარი „ქალაქი ქალაქში“, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონითა და უახლესი, დახვეწილი არქიტექტურით. ახალი ქალაქის საცხოვრებელი კომპლექსის ერთი ხედი მოიცავს ლისის მწვანე ლანდშაფტებს, სხვა რაკურსიდან კი მთელი თბილისის პანორამა იშლება.

პროექტს კომპანია “ლისი დეველოპმენტი” ახორციელებს. კომპანიის საქმიანობა  ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას ეხება. პროექტის ყველაზე მსხვილი ინვესტორები არიან ამერიკული საფინანსო კორპორაცია (OPIჩ) და ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO).

“მწვანე ქალაქი ლისი” 355 ჰექტარზეა გაიშლება. ამ ფართის 1/3 ნაწილს საცხოვრებელი სგმენტი დაიკავებს - ბინები, თაუნჰაუსები და ვილები. სივრცის 2/3 კი არსებული უნიკალური ფლორა და საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება.

თბილისის ცენტრიდან მხოლოდ ათიოდე წუთით დაშორებული ულამაზესი ადგილი,  განსაკუთრებულია კლიმატური პირობები და უნიკალური თერმული წყლები, ახალი იპოდრომი – ეს ყველაფერი მხოლოდ “მწვანე ქალაქი ლისის” ბინადართა პროვილეგია გახდება. ახალი გარემოს გარდა, კომპანია “ლისი დეველოპმენტი” მწვანე ქალაქის მაცხოვრებელთა ჯანსაღი ცხოვრების სტილს უზრუნველყოფს.

საცხოვრებელი სექტორის გარდა, ლისი დეველოპმენტი `მწვანე ქალაქის~ ფარგლებში შემდეგ პროექტებს ახორციელებს:

    ლისი ლეიქი - ლისის ტბის განახლებული ინფრასტრუქტურა, სარბენი, საველოსიპედე და სასეირნო ბილიკები, სანაპირო-სპორტული მოედანი, ახალი რესტორანი;
    გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, რომელის მშენებლობა ც 2012 წლის სასწავლო წლისათვის დასრულდება;
    ტაძარი და საგალობლების ცენტრი;
    ბრიჯ-ჰაუსი, შემოქმედებითი სახელოსნოებით;
    განახლებული გოგირდის აბანო;
    სპა ცენტრი.

დამატებითი ინფორმაცია


ლისიუბნის განაშენიანების პირველი 40 ჰექტრიანი ნაწილი ვაშლიჯვრის დასახლებასთან ახლადგაყვანილი გზის მახლობლად მდებარეობს. საცხოვრებელი სახლების გარდა, გათვალისწინებულია საცურაო აუზის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და საბავშვო მოედნის პროექტები. მშენებლობის 1 ფაზა 5 ჰექტარს მოიცავს. მისი განაშენიანება 2011 წლის ივლისიდან დაიწყება და 2012 წელს დასრულდება.


თაუნჰაუსი - ცხოვრების სრულიად ახალი სტილი

ლისის 1ა ფაზა 16 თაუნჰაუსს მოიცავს. თაუნჰაუსი საქართველოში სრულიად ახალი სტილი ს, ორ ან სამფასადიანი, ინდივიდუალური საცხოვრებელი ნაგებობაა. ლისის თაუნჰაუსებისთვის საგანგებოდ სამი განსხვავებული ტიპის პროექტი შეიქმნა 115 მ2-დან 170 მ2-მდე საცხოვრებელი ფართით.
ყოველ თაუნჰაუსს ფასადის გასწვრივ საკუთარი გამწვანება და ეზო ექნება. მწვანე ქალაქის მცხოვრებს თაუნჰაუსის სრულად გარემონტებული სახით შეძენა შეეძლება.


ბინები - მორგებული, გარემონტებული, კომფორტული

თაუნჰაუსების გარდა, ლისის 1ა-ფაზის ფარგლებში ასევე შენდება საერთო ტიპის საცხოვრებელი შენობები, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 4 სართულს არ აღემატება. სულ 8 განსხვავებული ტიპის, 48 ბინა იქნება. მათი საცხოვრებელი ფართი 70 მ2-დან 146 მ2-მდე მერყეობს.
თაუნჰაუსების მსგავსად, ბინების შემთხვევაშიც, მათი შეძენა შესაძლებელია სრულად გარემონტებული სახით.


ინდივიდუალური ვილა - ექსკლუზიური შეთავაზება

ლისის მესამე ტიპის საცხოვრებელი ინდივიდუალური ვილებია. 1ა ფაზისთვის სულ 5 ვილა დაპროექტდა, საკუთარი ეზოთი და 300 მ2-დან 400 მ2-მდე საცხოვრებელი ფართით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group