| ბი ჯი კაპიტალი: “კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა” აქვეყნებს 2011 წლის I კვარტლის ფინანსურ მონაცემებ |
|
01/07/2011 13:39 (326 დღე 10:26 minutes ago) | ||||||||||||
|
“კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა”–ს კვარტალურ ანგარიშში გაკეთდა განცხადება, რომ მტკვრის 46 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში დაიწყო შემოვლითი არხის მშენებლობა .
ბი ჯი კაპიტალის ცნობით, კომპანიისაგან მიღებულ მთავარ სიახლეს წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად OPIC-ის (უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაცია) მიერ 58 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფა. ვინაიდან პროექტი ჯერ არ დასრულებულა, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები შესაბამისად უმნიშვნელოა: 2011 წლის პირველ კვარტალში, შემოსავლებმა დაახლოებით 1,800 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც EBITDA უარყოფითი იყო და 282,000 აშშ დოლარს, ხოლო წმინდა მოგება –66,000 აშშ დოლარს გაუტოლდა.
გიორგი ირემაშვილი, სააქციო კაპიტალის ბაზრის ანალიტიკოსი, ბი ჯი კაპიტალი: "უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციის მიერ გამოყოფილი 58 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი მტკვრის პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და საკმარისია პროექტის დასაფინანსებლად, რომლის მთლიანი ღირებულება 90 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის სრულად დაფინანსებისთვის საჭირო თანხები უკვე მობილიზებულია, დასრულების დრო ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამჟამად ძნელია დადგინდეს მოახერხებს თუ არა კომპანია პროექტის დასრულებას 2013 წლისთვის. ჩვენ დიდი ინტერესით ველით სიახლეებს 9.6 კილომეტრიანი შემოვლითი გვირაბის გაყვანის თაობაზე, რომლის მშენებლობა ყველაზე მეტ დროს მოითხოვს."
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

