| ბი ჯი კაპიტალი: ივნისში ინფლაციამ მნიშვნელოვნად დაიკლო |
|
07/07/2011 14:32 (320 დღე 09:34 minutes ago) | ||||||||||||
|
ივნისში საქართველოს წლიური ინფლაცია 10%-ს გაუტოლდა მაშინ, როდესაც მაისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 14.3% შეადგინა.
ბი ჯი კაპიტალის ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა კვლავ განპირობებული იყო სურსათზე ფასის მატებით. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, სურსათის ფასი 22%–ით გაიზარდა. შედარებისათვის, მაისში ზრდამ 30.7% შეადგინა (ივნისში გასულ თვესთან შედარებით სურსათის ფასი 8.9%–ით შემცირდა).
აღსანიშნავია, რომ სურსათის ფასების ზრდა ინფლაციის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია და მისი წილი მთლიან ინფლაციაში 8.9%–ს შეადგენს.
გიორგი ირემაშვილი, სააქციო კაპიტალის ბაზრის ანალიტიკოსი, ბი ჯი კაპიტალი: ჩვენი აზრით, საკმაოდ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ინფლაცია მიმდინარე წლის ბოლოსათვის ერთციფრიან ნიშნულს დაუბრუნდეს, ძირითადად მაღალი შესადარი ბაზის გამო.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

