„ვენდისი“ შესაძლოა დაგეგმილზე ადრე გაიხსნას


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

პიარ მენეჯერებისთვის შექმნილი ახალი პროექტი

19/07/2011 17:52 (308 დღე 06:18 minutes ago)

ხვალ, 19 ივლისს 20:00 საათზე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში გაიმართება NCIB-ის ახალი მრავალფუნქციური ვებ გვერდის www.prexchange.ge-ის პრეზენტაცია.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

ღონისძიება ემსახურება პიარ მენეჯერების კლუბის შექმნის იდეას და მოწვეული იქნებიან ყველა წამყვანი კომპანიის პიარ და მარკეტინგის მენეჯერები. ვებ გვერდის პრეზენტაციასთან ერთად ღონისძიებაზე იქნება სხვადსხვა აქტივობები, გათამაშებები, დაჯილდოვებები, ასევე შოუ კოქტეილებით და უშუალო, სასიამოვნო გარემო.

პროექტი საშუალებას აძლევს ყველა პიარ მენეჯერს, წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა; უსასყიდლოდ მიაწვდინოს ხმა უკვე არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს და ფართო საზოგადოებას გააცნოს კომპანიის მიღწევები, ახალი პროდუქტები თუ მომსახურება. ვებ-გვერდის მეშვეობით ყველა პიარ მენეჯერი შეძლებს დაუმეგობრდეს თავის კოლეგებს და მომხმარებლებს, დაუკავშირდეს მათ საფოსტო გზავნილებისა თუ ონლაინ მიმოწერის მეშვეობით, ატვირთოს მისთვის სასურველი ინფორმაცია ფოტო-ვიდეო მასალასთან ერთად და მოხერხებული ვებ პანელის მეშვეობით მართოს საკუთარი გვერდი.

ფუნქციურად დატვირთულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც პიარ მენეჯერებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, დაუმეგობრდეს საჭირო კონტაქტებს, მიწეროს მათ, გამოხატოს აზრი ნებისმიერი სიახლის მიმართ და შეაფასოს ამა თუ იმ კომპანიის მიერ განხორციელებული აქტივობა.

პროექტის გენერალური მედია პარტნიორია, გაზეთი The FINANCIAL .

ღონისძიების პარტნიორები არიან: საგამოფენო ცენტრი მუზა, გაზეთი The FINANCIAL , რადიო კომერსანტი, ”რუსთავი 2”, რესტორანი ”კუს ტბა”, თელიანი ველი, რაჭის წყაროები, XL, “სანტალი”.

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group