მიხეილ სააკაშვილმა სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” CENN-ის ორგანიზებით შექმნილ ეკობანაკს არაგვის ხეობაში უმასპინძლა

20/07/2011 16:44 (307 დღე 07:27 minutes ago)

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, დღეს, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიაზაცია CENN-ის მიერ შექმნილ ეკობანაკს უმასპინძლა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კომპანიამ ეკობანაკის მონაწილე საგარეჯოელი და ბორჯომელი სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტური მოაწყო. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე და კომპანიის სპეციალისტები დღეს დილიდან უწევდნენ მეგზურობას ეკობანაკსა და CENN-ის წარმომადგენლებს. მოზარდებს თბილისის წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების საქმიანობის გაცნობის საშუალება მიეცათ, როგორიცაა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი და ნატახტრის წყალსადენი.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” უნიკალური ობიექტების მონახულებისას მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს ის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები, რომელსაც ნედლი წყალი პროდუქტად - სასმელ წყლად - გარდაქმნის პროცესში გადის, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია თბილისში სასმელი წყლის ხარისხის შესახებ და თავად დარწმუნდნენ, რამდენად უსაფრთხოა ონკანის წყლის მოხმარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის.

საგარეჯოელ და ბორჯომელ მოსწავლეებს კომპანიის წარმომადგენლებმა თემატური საინფორმაციო ფლაერებიც დაურიგეს, რომლებიც წყლის რესურსების დაზოგვის აუცილებლობასა და თბილისში სასმელი წყლის ხარისხის თაობაზე საინტერესო მასალას მოიცავს.

CENN-ის ინიციატივა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „კლიმატის ცვლილების ადაპტაცია და კატასტროფების რისკის შემცირება (CCADM)“ ფარგლებში და საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group