მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო ნატო-ს იდეების ერთგულია"


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

IFC-მ ტრენინგები ჩაუტარა ქართული ბანკების თანამშრომლებს

22/07/2011 16:25 (305 დღე 07:47 minutes ago)

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, ტრენინგები ჩაუტარა ქართული ბანკები ს თანამშრომლებს რისკის მართვის სპეციფიკურ საკითხებში, რათა ხელი შეუწყოს საბანკო სისტემის მეტ სტაბილურობასა და ეფექტიანობას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ტრენინგზე, რომელიც IFC-მ 14-15 ივლისს თბილისში ჩაატარა, მსოფლიო ს საბანკო სექტორის მთავარი მიმართულებები განიხილეს. ტრენინგზე ყურადღება გაამახვილეს იმ საფინანსო ინსტრუმენტებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ლიკვიდობის  რისკი, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა საკრედიტო რეიტინგის დაქვეითება ან ფულადი სახსრების მოულოდნელი გადინება. ტრენინგს წამყვანი ბანკები ს ოცზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

`ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეებს ნათლად წარმოიდგინონ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ლიკვიდობის რისკს საბანკო ბიზნესზე,” განაცხადა IFC-ის წარმომადგენელმა კავკასიაში თომას ლუბეკმა. `მონაწილეებს გააცნეს ის სტანდარტები, რომლებიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთ ბანკებში მომავალში ასეთი რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების მიზნით.”

აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში IFC-ის ფინანსური კრიზისის დაძლევის პროგრამის ფარგლებში, რომელმაც მუშაობა 2009 წელს დაიწყო ავსტრიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით.

IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 550 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 39 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესი ს განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით კომპანიებს ასევე სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება და ასევე, მუშაობს ბანკებთან მათი რისკის მართვის პრაქტიკის განმტკიცების მიზნით. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group