მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა

25/07/2011 12:38 (302 დღე 11:34 minutes ago)

25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება. სწორედ 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა სტატისტიკის პირველი სამსახური. სტატისტიკოსთა პროფესიული დღის აღნიშვნა საქართველოში 2002 წლიდან ხდება.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკოსს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს პროფესიულ წარმატებებს. საქსტატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს მომხმარებლებთან და რაც მნიშვნელოვანია რესპოდენტებთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს კომპეტენტური, მიუკერძოებელი და რაც მთავარია ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური მონაცემების წარმოებას.


სიმბოლურია, რომ სწორედ 25 ივლისს იწყება საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკის სამსახურს შორის ერთობლივი სამწლიანი პროექტი. Pპროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა დახმარებას გაუწევს საქსტატს სტატისტიკური მეთოდოლოგიის, ეროვნული ანგარიშების, ფასების სტატისტიკის და სხვა მიმართულებების კუთხით. საქსტატში უკვე მუშაობა დაიწყო შვედეთის სტატისტიკის მრჩეველმა, რომელიც პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, 3 წლის განმავლობაში იმუშავებს ქართველ კოლეგებთან ერთად და კოორდინაციას გაუწევს პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს.


შვედეთის სტატისტიკის სამსახურსა და საქსტატს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ და შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიანა იანსემ მიმდინარე წლის 9 ივნისს მოაწერეს ხელი. პროექტის მთლიანი ღირებულება 4 მლნ. ლარს შეადგენს და მთლიანად ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA- ს მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group