ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ID ბარათთან დაკავშირებით თიბისი ბანკში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

27/07/2011 17:26 (300 დღე 06:49 minutes ago)

ახალი თაობის პირადობის მოწმობის – ID ბარათის დანერგვასთან დაკავშირებით, დღეს თიბისი ბანკის სათავო ოფისში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი პროდუქტის თაობაზე თიბისი ბანკის ხელმძღვანელი პირებისთვის პრეზენტაცია სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა ვალერი ტყეშელაშვილმა გამართა.   

შეხვედრაზე განხილული იყო თუ რა მნიშვნელობა აქვს ID ბარათს  მოქალაქისათვის, კერძო და სახელმწიფო სექტორისთვის და ზოგადად ქვეყნისათვის.

როგორ ტყეშელაშვილმა განაცხადა, დღეს მოქმედი პირადობის მოწობა პირის მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია. ID ბარათი კი უფრო მეტია ვიდრე პირადობის მოწმობა.  ID ბარათი მარალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით.

გარდა ამისა, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.

„ID ბარათის შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას  და შესაბამისად სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდას. ასევე გააუმჯობესებს ბიზნესი ს კეთების ეფექტურობას და ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას“–განაცხადა ტყეშელაშვილმა. 

დამატებითი ინფორმაციის მოძიება ბარათის შესახებ პირველი  აგვისტოდან ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდის საშუალებით: www.id.ge, აგრეთვე იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე: www.house.gov.ge.

როგორც თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძე მ განაცხადა, ID ბარათების შემოღება იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

მისი თქმით, ID ბარათების დანერგვის კუთხით, მსოფლიო ში სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს პრაქტიკული ნაბიჯები გადადგმული.

„მიხარია, რომ თიბისი ბანკში, როგორც კერძო სექტორში ერთ–ერთ ყველაზე ინოვაციურ კომპანიაში შედგა პირველი საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია.  ჩვენ უკვე რამდენიმე პროექტს ვამუშავერბთ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და ალბათ 2012 წლის პირველი კვარტალისთვის ახალ სერვისებს შევთავაზებთ მოქალაქეებს. ეს ინიციატივა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გაცილებით თანამედროვე ტექნოლოგიებით განვავითაროთ საბანკო პროდუქტები. მაგალითისთვის, გამარტივდება ბანკში ანგარიშის გახსნა, კონტრაქტებზე ხელის მოწერა და სხვა, რაც თავის მხრივ გაამარტივებს საბანკო პროცედურებს. კლიენტებისთვის კი უფრო მოსახერხებელი გახდება ბანკთან ურთიერთობა. ეს ინიციატივა ხარჯებს შეუმცირებს ბანკებს და ჩვენ შევძლებთ, უფრო იაფი მომსახურებით გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს,“–განაცხადა ბუცხრიკიძემ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group