ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ID ბარათის მიღების დროს მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა

29/07/2011 15:10 (298 დღე 09:06 minutes ago)

ახალი თაობის პირადობის მოწმობის – ID ბარათის მიღების დროს მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად მოქალაქეებს ID ბარათის მიღება იუსტიცის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურებში შეეძლებათ.  აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ამ დრომდე ადამიანებს პირადობის მოწმობის გამოსაცვლელად, ან აღსადგენად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უწევდათ გამოცხადება შესაბამის სამსახურებში, ახალი სერვისით კი მოქალაქე  დაზოგავს დროსა და ხარჯებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე არ არის დატანილი მოქალაქის მისამართი. თუ ადამიანი საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის იგი აღარ იქნება ვალდებული გამოცვალოს ID ბარათი.

დაინტერესებულ პირს მისამართის გადამოწმობა შეეძლება იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე: www.house.gov.ge უკვე მოქმედებს სპეციალური ველი, სადაც ადამიანმა უნდა მიუთითოს ბარათის სერიული ნომერი, რის შემდეგაც მოქალაქის მისამართი ეკრანზე მყისიერად გამოჩნდება.   ID ბარათების გაცემა პირველ ეტაპზე, 1 აგვისტოდან დაიწყება თბილისსა და ბათუმში, ხოლო სექტემბრიდან ბარათების გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება.

ინფორმაციისთვის, ID ბარათი მარალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.

ID ბარათის შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას  და შესაბამისად სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისების მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდას. ასევე გააუმჯობესებს ბიზნესი ს კეთების ეფექტურობას, ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group