
2011 წლის 1აგვისტოდან საქართველოში ახალი თაობის პირადობის მოწმობის ID ბარათების გაცემა დაიწყო.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პირველ ხუთ მფლობელს, რომელთაც ყველაზე ადრე შემოიტანეს განაცხადი, ელექტრონული პირადობის მოწმობები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ გადასცა.
პირველ ეტაპზე ბარათების მიღების მსურველთა განაცხადებს ბათუმში, თბილისსა და რუსთავში იბარებენ, ხოლო სექტემბრიდან ბარათების გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება. ამ დრომდე უკვე მიღებულია ათასზე მეტი განაცხადი, მათ შორის სამასზე მეტმა მოქალაქემ დაჩქარებული მომსახურების სერვისით ისარგებლა.
ID ბარათების პრეზენტაციასთან დაკავშირებით ბათუმის იუსტიციის სახლთან ნინო ქათამაძის გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. შესრულდა ცნობილი ჰიტები და კომპოზიციები ახალი ალბომიდან. მოეწყო ფილმის, სახელწოდებით „მომავლის საქართველოს“ პრეზენტაცია, რომელიც ID ბარათის ფუნქციებს და მომავალში მისი გამოყენების პერსპექტივებს კარგად ასახავს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და ბათუმში მყოფი უცხოელი სტუმრები. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.
ID ბარათის შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაბამისად სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისების მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდას. ასევე გააუმჯობესებს ბიზნესი ს კეთების ეფექტურობას, ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.
ახალი თაობის პირადობის მოწმობის – ID ბარათის საშუალებით იხსნება ტერიტორიული შეზღუდვა. დაინტერესებულ პირს მისამართის გადამოწმება შეეძლება იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე: www.house.gov.ge უკვე მოქმედებს სპეციალური ველი, სადაც ადამიანმა უნდა მიუთითოს ბარათის სერიული ნომერი, რის შემდეგაც მოქალაქის მისამართი ეკრანზე მყისიერად გამოჩნდება.
გარდა ამისა, ბარათის მიღებისთანავე მოქალაქეს რეგისტრაციის ადგილის შეცვლა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში შეეძლება.
ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არ არის სავალდებულო, ძველი მოწმობები ვადის გასვლამდე ძალაში რჩება, თუმცა ახალი დოკუმენტების აღების შემთხვევაში მოქალაქე მიიღებს ID ბარათს.
Related Stories