ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

NCIB გამარჯვებულ კონკურსანტს დააჯილდოვებს

04/08/2011 17:06 (292 დღე 07:11 minutes ago)

winner.jpg

ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსი Web Marketing დასრულდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

5 აგვისტოს, 19 საათზე "ბოულინგ ცენტრალში" NCIB-ის ორგანიზებით მოეწყობა ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსის Web Marketing-ის დაჯილდოების ცერემონიალი. მოწვეული იქნებიან 50-მდე მონაწილე, მხარდამჭერი, ლობისტი და სპონსორი კომპანიები. ღონისძიებაზე მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოვება და იქვე მოეწყობა მინი ტურნირი ბოულინგში კომპნიის წარმომადგენლებსა და კონკურსის ფინალისტებს შორის.

კონკურსი მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში, ჩართული იყო უამრავი კომპანია, მონაწილე და ათასობით გულშემატკივარი ყოველდღიურად. ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსი, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, გახდა დიდი ინტერესის საგანი და რამდენჯერმე გაშუქდა ყველა წამყვანი ტელეკომპანიის მიერ.

კონკურსანტების 3 თვიანი დაუღალავი შრომისა და ბრძოლის შედეგად, საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული - მარიამ ტალახაძე.

გამარჯვებულს NCIB გადასცემს ფულად პრემიას 5000 ლარის ოდენობით. ონლაინ მაღაზია freeshop.ge-მ სპეციალური პრიზი – Apple Mackbook დააწესა. ფინალში გასულ ხუთივე კონკურსანტს გადაეცემა სერტიფიკატები ხოლო კონკურსის მხარდამჭერი კომპანიები გამარჯვებულსა და ფავორიტ ფინალისტებს სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვებენ.

კონკურსმა დაწყების დღიდანვე თანაბრად დააინტერესა და ჩააბა როგორც მონაწილე კონკურსანტები, ასევე კომპანიები, და მათი გულშემატკივრები. დარეგისტრირდა 400-მდე კონკურსანტი და დაიწერა მრავალი საინტერესო სტრატეგია 40-მდე მონაწილე კომპანიაზე.

მეორე ეტაპზე გადასული ფინალისტები კი თავდაუზოგავად იბრძოდნენ პირველობისთვის და წარმატებით ახორციელებდნენ ლობისტი კომპანიების პიარს ვებ სივრცეში.

კონკურსის საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდა მათი საკონკურსო ვებ-გვერდების რეიტინგის მიხედვით. აღნიშნული რეიტინგი განისაზღვრა სპეციალურად შემუშავებული ფორმულის მეშვეობით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ითვლიდა კონკურსანტების საკონკურსო ქულებს:

CP=((AUV*0.3)+(PGV*0.7))/(AUV+PGV))*UV

CP-საკონკურსო ქულა (Contest Point)
AUV-უნიკალური ვიზიტორები (Absolute Unique Visitors)
PGV-გვერდების ნახვა (Pageviews)
UV-უნიკალური გვერდების ნახვა (Unique Views)

პროექტის გენერალური მედია მხარდამჭერია გაზეთი The FINANCIAL ,

პარტნიორები არიან: G-Mart, Bowling Central, B-Credit, Radio Commersant,
ლობისტი კომპანიები: G-Mart, B-Credit, Campa, Borjomi

პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ NCIB-ის ვებ-გვერდიდან: www.contest.ncib.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group