რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

სამინისტროში ეროვნული გმირები გაიხსენეს

08/08/2011 17:31 (288 დღე 06:47 minutes ago)

საქათველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და ერთ-ერთი მათგანის, კაპიტან ლერი ლაგურაშვილის შვილს ანა ლაგურაშვილს მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საჩუქრად პორტატული კომპიუტერი და წიგნები გადასცა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ანა მეორეკლასელია, კარგი სწავლით გამოირჩევა. ანას მამა კარგად ახსოვს, იგი ერთადერთი შვილი იყო და მამაც განსაკუთრებით ანებივრებდა.  „ანას რომ ველოდებოდი, 2004 წელს, მაშინაც საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო ცხინვალში, ლერი იქ იყო. მახსოვს, 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, გამოაცხადეს, რომ იბომბებოდა ადგილები, სადაც ჩვენი ბატალიონები იდგა...”- იხსენებს ლერი ლაგურაშვილის მეუღლე.


ლერი სამხედრო ექიმი იყო და აგვისტოს ომში თავის ორ ძმასთან ერთად იბრძოდა. მან არაერთი მეომარი გადაარჩინა სიკვდილს. კოკა სეფერთელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ომში დაღუპული ეროვნული გმირების ოჯახები საზოგადოებამ არ დაივიწყოს და პატივი მიაგოს მათ ხსოვნას.


კოკა სეფერთელაძემ სწავლაში წარმატებები უსურვა პატარა ანას, რომელსაც სურს მამასავით ექიმი გახდეს და ბევრ ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group