ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

მანდატურებს სამაშველო კურსების სერტიფიკატები გადაეცათ

08/08/2011 17:36 (288 დღე 06:43 minutes ago)

mandaturebi.jpg

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს  შსს  აკადემიის  რექტორმა ხატია დეკანოიძემ სასწავლო დაწესებულებების 40 მანდატურს სამაშველო კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

სამაშველო  კურსები  40-მა  მანდატურმა თბილისის ზღვასა და მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიარა. სასწავლო წლის დაწყებამდე დედაქალაქისა და სხვადასხვა რეგიონის 150 მანდატური გადამზადდება. სამაშველო კურსებისთვის მანდატურთა შერჩევა მათ მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩაბარებული ნორმატივების შედეგების მიხედვით მოხდა. ფიზიკურად ყველაზე მომზადებული მანდატურები შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრის ექსპერტებმა გადაამზადეს.


სამაშველო საქმიანობა დახმარებისა და საფრთხეებისაგან მოსწავლეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდებს და საშუალებებს მოიცავს, იგულისხმება როგორც ბუნებრივი ასევე, სპონტანურად შექმნილი საფრთხეები.

 

მანდატურები სწავლობენ ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური დაბინძურების დროს უსაფრთხოების  ნორმების დაცვას, წყალთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას. მანდატურები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში შეძლებენ, მათ შორის სატრანსპორტო უბედური შემთხვევის, ხანძარის, მიწის ძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და ა.შ.


სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მანდატურის სამსახური ერთი წლის წინ შეიქმნა და უკვე დიდი წარმატებით მოქმედებს. მანდატურები უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას და მოსწავლეებისათვის ყველა სახის დახმარების გაწევას. სკოლებში აღმოიფხვრა დანაშაულისა და უმიზეზოდ გაკვეთილების გაცდენის ფაქტები. ახალი სასწავლო წლიდან მანდატურის სამსახური ახალ ეტაპზე გადადის, ამიერიდან, სკოლის სამი მანდატურიდან ერთი სამაშველო სამსახურისთვის იქნება გადამზადებული და პირველად სამედიცინო დახმარებასთან ერთად საგანგებო სიტუაციებში მოქმედებასაც შეძლებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group