EBRD-ის შეფასებით, რეგიონში ყველაზე წარმატებული ეკონომიკა საქართველოს აქვს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ადმინისტრაციული წარმოება ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო

09/08/2011 10:47 (287 დღე 13:34 minutes ago)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ოთხი რეგიონალური მაუწყებელის სანქცირების საკითხი განიხილა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

აქედან სამ მაუწყებელს „თანამგზავრს“, „მე–5 არხს“ და „თრიალეთს“ გაფრთხილება მიეცა, ხოლო  შპს  ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 2 ივნისს გაგზავნილი წერილით, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრული მატარებლების საშუალებით (CD, DVD) კომისიაში წარმოდგენა დაავალა. ზემოთ ხსენებულმა მაუწყებლებმა, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ზოგ შემთხვევაში არასრულად ან დაგვიანებით, ან საერთოდაც არ წარმოადგინა.


საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომას ოთხივე ტელეკომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ მიეცათ საშუალება დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია, ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ კომისიამ შპს „თანამგზავრის“, შპს „მე–5 არხის“ და შპს „თრიალეთის“ გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“, დარღვევის არ არსებობის გამო კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

ოთხივე გადაწყვეტილების სრული ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

 

ქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისია
თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18, ტელ/ფაქსი: 238 61 40, E-mail: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group