| რადიო „უცნობმა“ სატელიტით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო |
|
12/08/2011 18:05 (284 დღე 06:18 minutes ago) | ||||||||||||
![]() საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე რადიო „უცნობმა“ სატელიტით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
კომისიას შპს ”ქართულმა რადიომ”, იგივე რადიო „უცნობმა“ მიმართა და ითხოვა, თავისი ლიცენზიის მოდიფიცირება, ისე რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 15 ივლისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ამ საკითხთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განისაზღვრა მაუწყებლობის გეოგრაფიული საზღვრები და ტექნიკური პარამეტრები.
ქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


