| „სილქნეტს“ არამართლზომიერი რეტრანსლირებისთვის სანქცია დაეკისრა |
|
17/08/2011 11:41 (279 დღე 12:43 minutes ago) | ||||||||||||
![]() საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სილქნეტის“ სანქცირების საკითხი განიხილა.
ადმინსიტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია „სილქნეტს“ გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ რეტრანსლირებას ედავებოდა. კომისიაში გამართულ სხდომას კომპანიის წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ, მათ საკუთარი კომპანიის პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცათ. საკითხთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულების შესწავლის შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სილქნეტის“ გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიას დაევალა შემდეგი სამაუწყებლო არხების: Luxe TV“–ს, „Armenia TV“–ს და „AzTV“–ს არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


