მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ქართველი მეცნიერები საზღვარგარეთ არსებული ქართულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს შეისწავლიან

17/08/2011 11:42 (279 დღე 12:42 minutes ago)

ganatlebis-saministro.jpg

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საგრანტო კონკურსი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ოთახ-სამლოცველოში გამოაცხადეს. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული კონკურსის ფარგლებში ფონდი დააფინანსებს საუკეთესო კვლევით პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალების, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და მაღალ სამეცნიერო დონეზე  შესწავლას. ახალი კონკურსის მიზანია ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევით ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების დაინტერესება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მკვლევართა ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. საკონკურსო განაცხადებს ფონდი მიმდინარე წლის 12 სექტემბრის ჩათვლით მიიღებს. 

კვლევის ხანგრძლივობა 3 წელს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება 300 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, შესაძლებელია უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან თანადაფინანსების მოზიდვა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, კონკურსის შედეგად შეიქმნება უფრო სრულყოფილი სურათი იმ უმნიშვნელოვანესი ქართული საგანძურის შესახებ, რომელიც მიმოფანტულია მსოფლიო ს სხვადასხვა კუთხეში, ნაკლებად შესწავლილია, ან საერთოდ, შეუსწავლელია. პროექტი, ასევე, ხელს შეუწყობს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, რითაც საქართველო ამაყობს და დღემდე მსოფლიო ს ყურადღებასა და აღფრთოვანებას იწვევს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group