მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

მანდატურთა პროფესიული ზრდა გრძელდება

23/08/2011 17:51 (273 დღე 06:38 minutes ago)

batumimandaturebi.jpg

ყველა  მოქმედი მანდატური სხავადასხვა დისციპლინაში გადამზადდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მანდატურებს  ფსიქოლოგიურ ასპექტებზე,  სამართალდარღვევებზე  რეაგირების წესზე, პროფესიულ ეთიკასა და აკადემიურ წერაზე, უნარშეზღუდულ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან კონტაქტის დამყარებაზე რამდენიმედღიანი  ტრენინგი უტარდებათ.
 
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები გადამზადების კურსებს შსს აკადემიაში გადიან.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აკადემიის  რექტორთან ხატია დეკანოიძესთან ერთად, მანდატერებს შეხვდა და ლექციების მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრის განცხადებით,  ეს კურსები  მანდატურებს დაეხმარებათ მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადონ,  სწორი კვალიფიკაცია მისცენ საქმიანობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე.

გარდა მანდატურის სამსახურის პროფესიული ეთიკისა,  მანდატურები სკოლის დირექტორის, მასწავლებლის და მოსწავლეთა ქცევის კოდექსებსაც ეცნობიან, სწავლობენ სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოებას.

მანდატურების გადამზადების მიზანია ძირითადი ცოდნის გაღრმავება, მომავალში მანდატურები  უფრო ადვილად შეძლებენ გარშემომყოფებთან  კონტაქტის დამყარებას და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას.

სასწავლო წლის დაწყებანდე ყველა მანდატური გადამზადდება, კურსების შემდეგ გამოცდები დაინიშნება, მანდატურს, რომელიც გამოცდას ვერ ჩააბარებს, კონტრაქტი შეუწყდება და მანდატურის სამსახურს დატოვებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group