რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ID ბარათების დანერგვასთან დაკავშირებით, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

25/08/2011 17:29 (271 დღე 07:00 minutes ago)

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, სამთავრობო სექტორში ID ბარათების დანერგვასთან დაკავშირებით, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრა გაიმართა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებს, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მერიის, საჯარო რეესტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სხვა უწყებების წარმომადგენლებს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა საჯარო სექტორში ID ბარათების დანერგვასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხები გააცნეს. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.

 

ID ბარათის შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას  და შესაბამისად სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისების მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდას. ასევე გააუმჯობესებს ბიზნესი ს კეთების ეფექტურობას, ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group