
ახალი თაობის პირადობის მოწმობის – ID ბარათების გაცემის არეალი გაფართოვდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
თავდაპირველად ბარათები თბილისის ტერიტორიულ სამსახურებში, ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლებში გაიცემოდა. ამჯერად აღნიშნულ რეგიონებს დაემატა: გურიის, სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთის, მთიანეთის ტერიტორიულ სამსახურები და სხვა. სექტემბრის ბოლოს კი ID ბარათების გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ID ბარათის მიღების დროს მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა. რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად მოქალაქეებს ID ბარათის მიღება იუსტიცის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურებში შეეძლებათ.
ადრე ადამიანებს პირადობის მოწმობის გამოსაცვლელად, ან აღსადგენად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უწევდათ გამოცხადება შესაბამის სამსახურებში, ახალი სერვისით კი მოქალაქე დაზოგავს დროსა და ხარჯებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე არ არის დატანილი მოქალაქის მისამართი. თუ ადამიანი საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის იგი აღარ იქნება ვალდებული გამოცვალოს ID ბარათი.
დაინტერესებულ პირს მისამართის გადამოწმება შეეძლება იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე: www.house.gov.ge უკვე მოქმედებს სპეციალური ველი, სადაც ადამიანმა უნდა მიუთითოს ბარათის სერიული ნომერი, რის შემდეგაც მოქალაქის მისამართი ეკრანზე მყისიერად გამოჩნდება.
ID ბარათის გაცემა 1 აგვისტოდან დაიწყო და ამ დრომდე ელექტრონული პირადობის მოწმობა 10 000–მდე მოქალაქემ მიიღო.
Related Stories