ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

“მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” ბათუმში პირველად გაიმართება

09/09/2011 15:32 (256 დღე 09:01 minutes ago)

2011 წლის  10 სექტემბერს, 18 საათზე, ბათუმში , 6 მაისის პარკში  საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად გაიმართება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


ბათუმში ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.


შეგახსენებთ, რომ  საქართველოს “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”-  თბილისისა და  ქუთაისის შემდეგ  მეშვიდედ ჩატარდა.


მარათონი ყველაზე წარმატებული ღონისძიებაა, რომელიც ემსახურება ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ განათლებასა და ამ დაავადებასთან საბრძოლველად ფონდების მოძიებას საქართველოში.


აქციის ორგანიზატორებია: ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღობის კავშირი “ჰერა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრი. აქციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს პირველი ლედი - ქალბატონი სანდრა რულოვსი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” ბათუმში პირველად გაიმართება
2011 წლის  10 სექტემბერს, 18 საათზე, ბათუმში , 6 მაისის პარკში  საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად გაიმართება.


ბათუმში ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.


შეგახსენებთ, რომ  საქართველოს “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”-  თბილისისა და  ქუთაისის შემდეგ  მეშვიდედ ჩატარდა.


მარათონი ყველაზე წარმატებული ღონისძიებაა,რომელიც ემსახურება ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ განათლებასა და ამ დაავადებასთან საბრძოლველად ფონდების მოძიებას საქართველოში.


აქციის ორგანიზატორებია: ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღობის კავშირი “ჰერა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრი. აქციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს პირველი ლედი - ქალბატონი სანდრა რულოვსი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.


აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს კიბოს პრობლემისა, მისი ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობა და მეთოდების შესახებ. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია და აქტიური მონაწილეა საქართველოს პირველი ლედი - სანდრა რულოვსი.


მსგავსი აქციები დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, იტალიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის (http://www.komen.org) დამფუძნებელმა, ნენსი ბრინკერმა  1983 წელს პირველად მსოფლიო ში მოაწყო აქცია  ”Race for the Cure”, რომლის ქართული ანალოგიაა “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”. აღნიშნულმა აქციამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამერიკის მოსახლეობაში და ქვეყანაში ტრადიციად იქცა. 


საქართველოში მარათონი პირველად ჩატარდა 2005 წელს, ქუთაისში  და მას შემდეგ ყოველწლიურად მისი ჩატარება ტრადიციად იქცა. აღნიშნულ აქციებში მონაწილეობა მიღებული აქვს 300-ზე მეტ ორგანიზაციასა და დაწესებულებას.  ხოლო მთლიანობაში, მოცულ იქნა 10 000-ზე მეტი ყველა ასაკის და სქესის მოსახლეობა. ღონისძიებები აქტიურად გაშუქდა მასმედიის მიერ როგორც ადგილობრივი,  ისე ეროვნული ტელევიზიების საშუალებით. აქციას ბევრი ავტორიტეტული პირი დაესწრო, მათ შორის საქართველოს პირველი ლედი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მეუღლით,  საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა საპატივცემულო სტუმრები.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group