EBRD-ის შეფასებით, რეგიონში ყველაზე წარმატებული ეკონომიკა საქართველოს აქვს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

პორტირებული აბონენტების სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება

12/09/2011 16:48 (253 დღე 07:46 minutes ago)

mobile-s.jpg

სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 76 700 აბონენტმა ისარგებლა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აქედან თითქმის 70 ათასი აბონენტი უკვე სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.


პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ ჯეოსელი “ ლიდერობს და 2011 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით „ ჯეოსელი დან“ სხვა მობილურ ქსელში 21 600 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“კონკურენტი კომპანიებიდან 32 700 აბონენტი გადაპორტირდა.


მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ ბილაინი “, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 13 200 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 15 100 აბონენტი შეიძინა.


და ბოლოს, კომპანია „ მაგთი კომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 21 700 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ მაგთი კომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 34 700 აბონენტი წავიდა.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკა ზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group