2011 წლის 19 სექტემბერს, 11:30 საათზე, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
(ISET) უმასპინძლებს ერლინგ შონსბერგს, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს საქართველოში.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ნორვეგიის ელჩის ვიზიტის მიზანი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერაა, რომლის ფარგლებშიც თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა მიიღებს 3 მილიონ ნორვეგიულ კრონას ახალი თაობის ეკონომისტების აღზრდისათვის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ეკონომიკის დარგებში. საქართველოს მხრიდან საგრანტო ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ ლივნი.
ელჩი ერლინგ შონსბერგი აგრეთვე შეხვდება აისეტის (ISET-ის) პროფესორებს და ადმინისტრაციას, მოისმენს პრეზენტაციას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შესახებ და გამართავს პრეზენტაციას ISET-ის სტუდენტებისთვის. პრეზენტაციის დასრულებისთანავე გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.
Related Stories