გაზეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საზოგადოებრივი დამცველის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

16/09/2011 22:04 (249 დღე 02:33 minutes ago)

საზოგადოებრივი დამცველი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 2011 წლის 15 სექტმებერს  ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ‘’ჰერკულიესის’’ გაფიცული და მოშიმშილე  პროფკავშირის წევრების მიმართ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების, მიერ განხორციელებულ  უკანანო დარბევისა და დაკავების ფაქტების გამო.

 

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

13 სექტემბერს, ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა‘’ჰერკულიესის’’ მუშებმა ქარხანაში არსებული გაუსაძლისი შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და პროფკავშირული საქმიანობის გამო უკანონოდ განთავისუფლებული 17 კოლეგის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით, სრულმასშტაბიანი გაიფცვა დაიწყო,სამწუხაროდ პოლიციამ მოშიმშილე და გაფიცვის მონწილე პროფკავშირელები დაარბია. 


როგორც ცნობილი გახდა, შპს `ევრაზიანსთილსის~  ქარხანა ‘’ჰერკულიესის’’ ადმინისტრაცია და კომპანიის ხელმძღვანელობა დასაქმებულების მიმართ იჩენდა უპასუხისმგებლო, გულგრილ დამოკიდებულებას, ასევე იყენებდა დაშინებისა და მუქარის  კანონით აკრძალულ მეთოდებს.

საზოგადოებრივი დამცველი  გმობს სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორცილებულ კანონსაწინააღმდეგო ძალისმიერ ქმედებებს და მიაჩნიათ, რომ ხელყოფილი იქნა გაფიცვის, გაერთიანების თავისუფლების, კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, შეკრების,  შრომის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები.

მოვუწოდებთ:
საქართველოს ხელისუფლებას :
დაუყოვნებლივ უზრუნვლყოს აღნიშნული ფაქტების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება კანონდამრღვევი პირების მიმართ ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.
მივმართავთ:

საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ირგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაინტერესდნენ, როგორც ზემოაღნიშნული ფაქტებით,ასევე ბოლო პერიოდში განხორციელებული მოვლენებით და შესაბამისი შეფასება მისცენ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

საქართველოს სახალხო დამცველი

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group