
ქალები სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის საერთაშორისო დღის 30 წლისთავს აღნიშნავენ, რომელიც ამა წლის 21 სექტემბერს სრულდება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ღონისძიებებს უძღვებიან ქეას პარტნიორი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მთელი რეგიონის მაშტაბით შუალოდ კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მუშაობენ პროექტის ”სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის ქალთა შესაძლებლობების განვითარება” ფარგლებში. ამ დღის აღსანიშნავად ქეას რეგიონალური პარტნიორები შემდეგ ღონისძიებებს გამართავენ:
დევნილ ქალთა ასოციაცია „“თანხმობა - 21 სექტემბერს ბავშვთა ნახატების ერთდროულად 5 კონკურსს ახორციელებს. თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, 12 საათზე ბავშვთა ნახატების კონკურსი გაიხსნება, ისევე როგორც კონფლიქტით დაზარალებულ 4 სხვა თემშიც, ვისთანაც „თანხმობა“ მუშაობს. მონაწილე ბავშვები გაგვიზიარებენ მშვიდობის მათეულ ხედვას და ფერადი ცარცების გამოყენებით დახატავენ ტროტუარზე სხვადასხვა ადგილებში.
აფხაზეთის ქალთა ასოციაცია მოაწყობს თხზულებათა კონკურსს სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტით დაზარალებულ 4 თემში: ქალაქებში გალი და ოჩამჩირე, სოფლები - ბესლახუბა და ჭუბურხინჯი.
ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი ამ დღეს აღნიშნავს 24-25 სექტემბრის ღონისძიებებით. 24 სექტემბერს, სოფელ ხაჩიკში ადგილობრივი აქტივისტები გახსნიან ბავშვთა ბიბლიოთეკას. ამ მოვლენის აღსანიშნავად გაიმართება კონცერტი და ნახატების გამოფენა მშვიდობის თემაზე. 25 სექტემბერს ქალაქ სისიანში გაიხსნება სკვერი ხელნაკეთობათა გამოფენის და კონცერტის თანხლებით.
აზერბაიჯანის ქალთა პრობლემების კვლევის კავშირი ქალაქ ბერდეში, ასევე ადგილნაცვალ პირთა ზობუჯუკის და პერშაგის ჩასახლებებში ბავშვთა ნახატების კონკურსს უმასპინძლებს. პერშაგებში ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა მშვიდობის თემაზე.
სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი მშვიდობის თემაზე გამართავს მრგვალი მაგიდის შეხვედრას, რომლის დროსაც ნაჩვენები იქნება ფილმი „შემომხედე ხომ არ გავიღიმე“ თემაზე ქალი ომში და განხილული იქნება ადგილობრივი მწერლის აშოტ ბეგლარიანის ორი პატარა ნაწარმოები.
გარდა ამისა, ყველა რეგიონში პარტნიორი ორგანზიაციები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის გამოაცხადებენ თხზულებათა კონკურსს თემაზე: „როგორი იქნებოდა სამხრეთ კავკასია ქალის და მამაკაცის თანასწორობის შემთხვევაში?“ კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2011 წლის 31 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 რეზოლუციის - ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება, მიღების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. რეზოლუცია მოუწოდებს ქალების უფრო მეტ ჩართულობას კონფლიქტის პრევენციის, პოსტ-კონფლიქტური დაგეგმარების და რეკონსტრუქციის საკითხებში და ქალთა გაძლიერებულ დაცვას კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC).
ქეას შესახებ:
ქეა წამყვანი საერთაშორისო ჰუმანიტარული და განვითარების ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა მთელ მსოფლიო ში სიღარიბის დაძლევაზეა ორიენტირებული. 2010 წელს ქეას პროექტებმა 87 ქვეყანაში 82 მილიონზე მეტ ადამიანს აღმოუჩინა დახმარება. ქეა საერთაშორისო კავკასიაში 20 წელია მუშაობს. Qქეას პროგრამის მიზანია სამხრეთ კავკასიაში სოფლად სიღარიბის, მოწყვლადობისა და სოციალური უთანასწორობის შემცირებისა და მდგრადი განვითარებისთვის პირობების გაუმჯობესების გზით რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობა. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.care-caucasus.org.ge
მედია კონტაქტი:
ქეთი ხაჩიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ოფიცერი
ტელ: (995 322) 291941/291531/291378;
მობ: (995 94) 94 34 14
საფოსტო მისამართი:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
Related Stories