„ვენდისი“ შესაძლოა დაგეგმილზე ადრე გაიხსნას


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ მოიპოვა

30/09/2011 16:52 (235 დღე 07:48 minutes ago)

on-air-sign-radio.jpg

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ მოიპოვა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


გამარჯვებული კომპანია თბილისში FM 98.5 ტალღაზე დაიწყებს მაუწყებლობას.


კონკურსში მონაწილეობას შპს ”მედია ჰაუს დეკომი” და შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” იღებდა. კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი   სამაუწყებლო კონცებციებზე დაყრდნობით გამოავლინა გამარჯვებული.


ახალი მაუწყებელი ეთერში გასვლას 2012 წლის მარტის თვიდან გეგმავს და მსმენეს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას შესთავაზებს: ახალი ამბები, საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემები, საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემები, ახალგაზრდული გადაცემები, საბავშვო გადაცემები, გასართობი გადაცემები და ბოლოს, სპორტული გადაცემები.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group