მიხეილ სააკაშვილმა სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

პორტირებული აბონენტების სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება

28/10/2011 16:52 (207 დღე 08:08 minutes ago)

mobile-s.jpg

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სააბონენტო ნომრების პორტირების  ბოლო 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 90 328 აბონენტმა ისარგებლა. აქედან თითქმის 81 ათასი აბონენტი უკვე სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.


პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ ჯეოსელი “ ლიდერობს და 2011 წლის 28 ოქტომბრის მონაცემებით „ ჯეოსელი დან“ სხვა მობილურ ქსელში 28 099 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“ კონკურენტი კომპანიებიდან 43 124  აბონენტი გადაპორტირდა.


მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ ბილაინი “, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 17 303 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 17 262 აბონენტი შეიძინა.


და ბოლოს, კომპანია „ მაგთი კომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 29 942 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ მაგთი კომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 44 926 აბონენტი წავიდა.


ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეძენილი და დაკარგული აბონენტების შედარების დროს მოგებულ მდგომარეობაში  მხოლოდ ერთი კომპანია, „ ჯეოსელი ა“. დანარჩენი ორი კომპანიის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, „ მაგთი კომმა“ და „ბილაინმა“ უფრო მეტი აბონენტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკა ზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group