ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ეკომიგრანტთა სარგებლობაში არსებული მიწები აუქციონის წესით გაიყიდება

10/11/2011 15:59 (194 დღე 08:48 minutes ago)

საქართველოსთვის ბუნებრივი კატასტროფები უაღრესად მწვავე პრობლემაა, რომელიც ადამიანური მსხვერპლისა და ეკონომიკური დანაკარგებს გარდა,აისახება სტიქიური მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების - ეკომიგრანტების განსაკუთრებით დიდ და მზარდ რაოდენობაში.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ეკომიგრანტების განსახლება ძირითადად აჭარის მაღალმთიანეთიდან მიმდინარეობს, რადგან აჭარა უკიდურესად მცირემიწიან რეგიონს წარმოადგენს დაბუნებრივი კატასტროფების მაღალი სიხშირითაც გამოირჩევა. მაღალმთიანი აჭარიდან საქართველოს სხვა რეგიონებში წლების განმავლობაში 9 ათას ოჯახზე მეტი, დაახლოებით 40 ათასი ადამიანი იქნა განსახლებული.  თუმცა ეკომიგრაცია უწყვეტი პროცესია, ყოველწლიურად საქართველოს სხვა რეგიონებში აჭარიდან ასობით ოჯახის განსახლება ხდება.
 
სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ განარიდოს მოსახლეობა რისკის ზონას, არამედ დაეხმაროს ეკომიგრანტ ოჯახებს განსახლების შემდგომ ახალ საცხოვრებელ გარემოსთან შეგუების პროცესში. ამისათვის ოჯახი უზრუნველყოფილი უნდა იქნას ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი სახლით და შესაბამისი საკარმიდამო ნაკვეთით. ოჯახს ხელი უნდა მიუწვდებოდეს აუცილებელ სერვისებზე - სკოლა, ამბულატორია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვ. სახელმწიფო ასევე ვალდებულია დაეხმაროს ეკომიგრანტ ოჯახებს სხვადასხვა სახის სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში და განახორციელოს სხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალ საცხოვრებელ ადგილებზე ეკომიგრანტი ოჯახების ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესს.
 
ძალზედ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ასრულებს სახელმწიფო აღნიშნულ ვალდებულებას და რეალურად რა მდგომარებაა ეკომიგრანტთა ჩასახლების ადგილებში. სწორედ ამ მიზნით ,,ეკომიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი“-ს წარმომადგენელი ედუარდ მიქელაძე 29-30 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. სოფელ სპასოვკაში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ძირითადად ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მიმდინარეობს ეკომიგრანტი ოჯახების ჩასახლება. სოფელში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მიწების გადანაწილების საკითხი რჩება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი გასხვისებულია სხვა სოფლების მაცხოვრებლებზე, ხოლო მიწის ის ნაწილი, რომელიც აჭარიდან ჩასახლებული ოჯახების სარგებლობაშია მათ საკუთრებაში დღემდე არ გადაცემულა.  ეკომიგრანტთა განცხადებით უახლოეს მომავალში აღნიშნული მიწის ფართობები გადის გაყიდვაზე აუქციონის წესით, ხოლო მათ უაღრესად რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არა აქვთ შესაძლებლობა აუქციონზე შეისყიდონ თავიანთ სარგებლობაშივე არსებული მიწის ნაკვეთები. აქედან გამომდინარე, ისინი განცხადებით მიმართავენ ,,ეკომიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს“, რომ შუამდგომლობა გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა მათ დაუშვან გამონაკლისი და შეღავათიანი, გრძელვადიანი შესყიდვის პირობებით შესაძლებლობა მისცენ შეისწყიდონ თავიანთი მიწები, წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე  დარჩება.
 
ეკომიგრაციის სახელმწიფო რეგულაციაში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მიწების საკუთრებაში გადაცემის საკითხი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გადაუწყვეტელ თემად რჩება. პრაქტიკაში გამოიყენებოდა ხანდაზმულობის ვადა, რაც გულისხმობდა მხოლოდ 10-წლიანი სარგებლობის შემდგომ ეკომიგრანტი ოჯახისათვის მიწის საკუთრებაში გადაცემას, თუმცა სოფელ სპასოვკას მაგალითზე რეალურად სახეზეა, რომ 15 წელზე მეტი სარგებლობის შემთხვევაშიც კი ოჯახებს მიწები არ გადაეცათ საკუთრებაში და ამჟამად ისინი უკვე ამ მიწების და თავიანთი საარსებო მინიმუმის დაკარგვის საფრთხის წინაშეც არიან. არსებითად პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ საკანონმდებლო დონეზე არ არის რეგლამენტირებული ეკომიგრანტთა უფლებები, საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ იძლევა ეკომიგრანტის განსაზღვრებას, შესაბამისად ათასობით საქართველოს მოქალაქე სამართლებრივი რეგულაციის მიღმა და არსებითი სოციალური გარანტიების გარეშე არის დარჩენილი.
 
 
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირი ,,ბორჯღალო“
 
ეკომიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი
 
მისამართი: დაბა ხულო, რუსთაველის ქ.№15
საკონტაქტო პირი: ედუარდ მიქელაძე
მობილური:  577 17 37 09
ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group