ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

სპეციალური და საგანგებო ნომრები 15 ნოემბრიდან იცვლება

11/11/2011 11:18 (193 დღე 13:31 minutes ago)

telephone.jpg

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის ახალი დებულების შესაბამისად 2011 წლის  15 ნოემბრიდან  იწყება ქვეყნის ფიქსირებული ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში  1XX(XXX) ფორმატის სპეციალური და საგანგებო მოკლე ნომრების (კოდების) დანერგვის სამუშაოები.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


ცვლილების პირველ ეტაპზე ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების 0X(X) ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრები შეიცვლება 1XX ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრებით და ისინი შემდეგი სახის გახდება:


•    სახანძრო - სამაშველო სამსახურის ნომრები - 01 და 011, შეიცვლება ნომრით - 111;
•    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომრები 03 და 033, შეიცვლება ნომრით - 113;
•    გაზის საავარიო სამსახურის ნომერი - 04, შეიცვლება ნომრით -114;
•    საპატრულო პოლიციის ნომერი - 022, შეიცვლება ნომრით - 122;
•    დაცვის პოლიციის ნომერი - 025, შეიცვლება ნომრით - 125.


გარდამავალ ეტაპზე, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი 1XX ფორმატის მოკლე ნომრების ერთდროული მოქმედება იქნება უზრუნველყოფილი, დეკემბრიდან კი  ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების მხოლოდ ახალი 1XX  ფორმატის მოკლე ნომრები იმუშავებს.  სახანძრო -სამაშველო სამსახური - 111, სასწრაფო სამედიცინო დახმარება - 113, გაზის საავარიო სამსახური - 114, საპატრულო პოლიცია  - 122, დაცვის პოლიცია - 125.


შეიცვლება ყველა სხვა ორგანიზაციების და სამსახურების ტელეფონების მოკლე ნომრები, რომლებიც ციფრი ”0” -ით ან ციფრი ”8”-ით იწყება. მაგალითისთვის: საინფორმაციო საცნობარო სამსახურები „08“ და „09“ გახდება 118 08 და 118 09.
ასევე, 2011 წლის  13 დეკემბრიდან - 21 დეკემბრამდე განხორციელდება პრეფიქსის ”8” შეცვლა ეროვნული პრეფიქსებით ”0” (ქვეყნის შიდა ზარებზე) და საერთაშორისო პრეფიქსით  ”00” (საერთაშორისო ზარებზე).


გარდა ამისა, შეიცვლება ოპერატორების არჩევის 8XX (მაგალითად: 8-07, 8–16, 8–10 და ასე შემდეგ, საერათაშორის ოპერატორების კოდები) 10XX ფორმატის პრეფიქსული კოდებით. მაგალითად:


•    საერთაშორისო ოპერატორი 8–07 გახდება 10–07
•    საერთაშორისო ოპერატორი 8–16 გახდება 10–16
•    საერთაშორისო ოპერატორი 8–10 გახდება 10–10
და ასე შემდეგ.


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების საცნობარო სამსახურებს. ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group