| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
“გრანთ თორნთონ ინთერნეიშენელ ბიზნეს ანგარიში”-ის (სბრ-IBR) უახლესი
კვლევის მონაცემთა მიხედვით, განვითარებადი ეკონომიკების ბიზნესებმა
შეუმჩნევლად მოიპოვეს მზარდი უპირატესობა თავიანთ დასავლელ კოლეგებთან
შედარებით სოციალური მედიის გამოყენებაში.
ეს კვლევა აჩვენებს, რომ, გლობალურად, ბიზნესების 43% იყენებს სოციალურ მედიის შესაძლებლობებს ამა თუ იმ დონეზე. თუმცა, ეს მაჩვენებელი აღწევს 53% ლათინურ ამერიკაში და 50% - BRIC (ბრაზილია-რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი ჯგუფის) ეკონომიკებში.. განვითარებულ ბაზრებზე ეს ციფრი გაცილებით დაბალია და შეადგენს 40% G7 (დიდი შვიდიანის) ქვეყნებში და მხოლოდ 35% - ევროპაში. საქართველოს საშუალო მაჩვენებელი ემთხვევა ევროპის მაჩვენებელს - ბიზნესი ს მხოლოდ 35% იყენებს სოციალურ მედიას, მაშინ, როცა ლათინური ამერიკის ბიზნესი ს სამი მეოთხედი (78%) გეგმავს სოციალური მედიის გამოყენების ზრდას, შედარებით ევროპასთან და G7 ქვეყნებთან, სადაც ბიზნესების, შესაბამისად, მხოლოდ ორი მესამედი (66%) და ნახევარზე ოდნავ მეტი (55%) გეგმავს ამას.
ეს შედეგები განგაშის ზარია ციფრული შესაძლებლობების გამოყენებაზე გაჯიუტებული ბიზნეს-ლიდერებისთვის, რომლებიც შეიძლება გამოეთიშონ 1.4 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრონულ ბაზარს, ნავარაუდევს 2015 წლისთვის.
მარკ ჰენდშოუ-მ, დიდი ბრიტანეთის “გრანთ თორნთონ”-ის მედიისა და გართობის ხელმძღვანელმა განაცხადა: ,,შედეგები მომხიბვლელია და აღნიშვნის ღირსია. ისინი გვიჩვენებს, რომ განვითარებადი ბაზრის ბიზნესი გაცილებით სწრაფად ითვისებს სოციალურ მედიას, ვიდრე მათი ანალოგები ახლადაღმოცენებულ ბაზარზე. მათ, როგორც აღმოჩნდა, გაცილებით მეტად სჯერათ იმ გავლენისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს აქტიური სოციალურ მედიას მათ ურთიერთობაზე კლიენტთნ, მომხმარებელთან და საბოლოო ჯამში – მათი საქმიანობის ძირეულ ასპექტებზე.”
“საინტერესოა აღინიშნოს, რომ სოციალური მედიის ბიზნეს- გამოყენება ეკონომიკური სიჯანსაღის ამსახაველია. განვითარებადი ბაზრები, სადაც გაუმჯობესება სახეზეა, სწრაფად იზრდება; მაშინ, როცა, ასევე კარგად დოკუმენტირებულია ევროპის წინაშე წამოჭრილი პრობლემები. ცხადია, სოციალური მედია არაა ევროპის ეკონომიკური სიდუხჭირის მიზეზი, მაგრამ კვლევა აჩვენებს განხეთქილებას აზრთა წყობაში და დამოკიდებულებაში აზროვნებისა და მუშაობის ახალი მეთოდებისადმი.”
“ინტერნეტ სივრცის გამოყენება ახალაღმოცენებული ბაზრების მოსახლეობის ფართო ფენებში ჯერ კიდევ ჩამორჩება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაჩვენებლებს, მაგრამ ამ მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოადგენს უზარმაზარ ბაზარს და შესაბამისად - დიდ შესაძლებლობებს. მაგალითად ჩინეთში 485 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელია, რაც წარმოადგენს მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 36 %. ინდოეთში მთლიანი მოსახლეობის 10 % ნაკლები სარგებლობს ინტერნეტით. გამოწვევა ევროპის ბიზნეს ლიდერებისადმი არის: “დაეწიე ან დაკარგე”.
ეს შედეგები ასევე გვიჩვენებს, რომ, გლობალურად, რეკლამირება არის ყველაზე ხშირი მიზეზი რისთვისაც კომპანიები იყენებენ სოციალურ მედიას (53 %); ამას მოჰყვება მომხმარებლებთან ურთიერთობა (41%) და კადრების შევსება (43%). საქართველოს ბაზარზე ამ მხრივ პირველ ადგილზეა რეკლამირება (24%), შემდეგ - მომხმარებლებთან ურთიერთობა (22%), ხოლო კადრების შევსების მაჩვენებელი ფიქსირდება ზუსტად 4%.
“საერთაშორისო ბიზნეს რეპორტი” (სბა-IBR) ასევე აღნიშნავს იმას, რომ მიუხედავად მედიის ახალი სახეობების სწრაფი გამრავლებისა, გაზეთები რჩება ინფორმაციის მიღების უპირატეს წყაროდ ბიზნესი ს მფლობელებისათვის. გლობალურად, ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი კითხულობს გაზეთს (79%), სულ მცირე, სამჯერ კვირაში. ეს ფაქტი ასევე დასტურდება საქართველოში, სადაც 71% რესპონდენტმა ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ კითხულობენ გაზეთებს რეგულარულად. მიუხედავად ამისა, ინტერნეტი (49%) და ტელევიზორი (31%) არის ქართველი ბიზნესმენების უპირატესი ინფორმაციის წყარო.
Related Stories