რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

30 ნოემბრიდან საგანგებო და სპეციალური სამსახურების მხოლოდ ახალი სატელეფონო ნომრები იმუშავებს

29/11/2011 12:57 (175 დღე 11:55 minutes ago)

30 ნოემბრიდან  საგანგებო და სპეციალური სამსახურების მხოლოდ ახალი ფორმატის სატელეფონო ნომრები იმუშავებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ცვლილების პირველ ეტაპზე ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების 0X(X) ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრები შეიცვლა 1XX ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრებით და ისინი შემდეგი სახის გახდა:

·         სახანძრო - სამაშველო სამსახურის ნომრები - 01 და 011, შეიცვალა ნომრით - 111;

·         სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომრები 03 და 033, შეიცვალა ნომრით - 113;

·         გაზის საავარიო სამსახურის ნომერი - 04, შეიცვალა ნომრით -114;

·         საპატრულო პოლიციის ნომერი - 022, შეიცვალა ნომრით - 122;

·         დაცვის პოლიციის ნომერი - 025, შეიცვალბა ნომრით - 125.

 

გარდამავალ ეტაპზე, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი 1XX ფორმატის მოკლე ნომრების ერთდროული მოქმედება იყო უზრუნველყოფილი, 30 ნოემბრიდან კი  ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების მხოლოდ ახალი 1XX  ფორმატის მოკლე ნომრები იმუშავებს.  სახანძრო -სამაშველო სამსახური - 111, სასწრაფო სამედიცინო დახმარება - 113, გაზის საავარიო სამსახური - 114, საპატრულო პოლიცია  - 122, დაცვის პოლიცია - 125.

შეიცვლება ყველა სხვა ორგანიზაციების და სამსახურების ტელეფონების მოკლე ნომრები, რომლებიც ციფრი ”0” -ით ან ციფრი ”8”-ით იწყება. მაგალითისთვის: საინფორმაციო საცნობარო სამსახურები „08“ და „09“ გახდება 118 08 და 118 09.

ასევე, 2011 წლის  10 დეკემბრიდან - 15 დეკემბრის პერიოდში განხორციელდება პრეფიქსის ”8” შეცვლა ეროვნული პრეფიქსებით ”0” (ქვეყნის შიდა ზარებზე) დასაერთაშორისო პრეფიქსით  ”00” (საერთაშორისო ზარებზე).

გარდა ამისა, შეიცვლება ოპერატორების არჩევის 8XX (მაგალითად: 8-07, 8–16, 8–10 და ასე შემდეგ, საერათაშორის ოპერატორების კოდები) 10XX ფორმატის პრეფიქსული კოდებით. მაგალითად:

·         საერთაშორისო ოპერატორი 8–07 გახდება 10–07

·         საერთაშორისო ოპერატორი 8–16 გახდება 10–16

·         საერთაშორისო ოპერატორი 8–10 გახდება 10–10

და ასე შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების საცნობარო სამსახურებს. ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group