ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

დღეიდან ფიქსირებული ქსელის სააბონენტო ნომრის პორტირება დაიწყო

01/12/2011 13:17 (173 დღე 11:38 minutes ago)

telephone.jpg
ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

დღეიდან ფიქსირებული ქსელის სააბონენტო ნომრის პორტირება იწყება.

 

ამიერიდან, ფიქსირებული ქსელის აბონენტებს სააბონენტო ნომრის უცვლელად შეუძლიათ სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის შეცვლა.


იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს ნომრის უცვლელად სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის შეცვლა სურს, უნდა მიბრძანდეს იმ ოპერატორის სერვის ცენტრში ან ოფისში, რომლის აბონენტიც სურს რომ გახდეს და შეავსოს განაცხადი. თავდაპირველად, პორტირების განხორციელებას ორი კვირა დასჭირდება, მაგრამ ამ პერიოდში სატელეფონო მომსახურება არ შეიზღუდება, მხოლოდ პორტირების დღეს გაითიშება ტელეფონი 2–3 საათით. მოგვიანებით, როგორც ეს მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების დროს იყო, უკვე პორტირების მომსახურებას მხოლოდ სამი დღე დასჭირდება. დაწვრილებითი ინფორმაციისთის, აბონენტები სატელეფონო მომსახურების ოპერატორებს უნდა დაუკავშირდნენ.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების სატარიფო პოლიტიკა ზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.


შეგახსენებთ, რომ სააბონენტო ნომრის პორტირება მობილურ ქსელში 2011 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო.
სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 96 328 აბონენტმა ისარგებლა. აქედან თითქმის 86 552 აბონენტი უკვე სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.


პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ ჯეოსელი “ ლიდერობს და 2011 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით „ ჯეოსელი დან“ სხვა მობილურ ქსელში 26 993 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“ კონკურენტი კომპანიებიდან 40 037  აბონენტი გადაპორტირდა.


მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ ბილაინი “, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 16 803 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 18 742 აბონენტი შეიძინა.


და ბოლოს, კომპანია „ მაგთი კომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 27 336 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ მაგთი კომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 42 726 აბონენტი წავიდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group