ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

აშშ–ის მთავრობა ხელს უწყობს უნარ-ჩვევების განვითარებას იურიდიული განათლების მიმართულებით

01/12/2011 16:56 (173 დღე 08:00 minutes ago)

აშშ– ის მთავრობა ხელს უწყობს უნარ-ჩვევების განვითარებას იურიდიული განათლების მიმართულებით სისხლის სამართალში ადვოკატირების ეროვნული იმიტირებული პროცესის ჩატარარების გზით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ბატონი ჯონ ბასი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილთან, ერთად 2 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს შენობაში, 16:30 საათზე დააჯილდოვებს სისხლის სამართალში ადვოკატირების ეროვნული იმიტირებული პროცესის გამარჯვებულებს. იმიტირებულ სასამართლო პროცესს მხარს უჭერს აშშ მთავრობა. იმიტირებული სასამართლო პროცესი არის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (19 მილიონი დოლარი) პროექტის შემადგენელი ნაწილი. პროექტი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, იურიული პროფესიული გაერთიანებების შესაძლებლობების გაძლიერებას, იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, კომერციული სამართლის განვითარებას და კომერციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკის გაუმჯობესებას.
 
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას იღებენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი).
 
შესარჩევი რაუნდები ჩატარდება 1 დეკემბერს, სასტუმროში შერატონ მეტეხი პალასი. ნახევარ ფინალი და ფინალი გაიმართება 2 დეკემბერს, 9.00 საათიდან 17.00 საათამდე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში.
 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
 
ლაშა ჯუღელი,
Tel.   +995 32 250 54 04
Mob. +995 599 70 80 77
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group