თბილისი - საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და
საქართველოს პარლამენტმა დღეს ახალი ვებ-გვერდი www.pcc.parliament.ge
აამუშავა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ვებ-გვერდი მოქალაქეებსა და მათ მიერ არჩეულ დეპუტატებს შორის კომუნიკაციას უწყობს ხელს და მოსახლეობას თავიანთი კანონმდებლების შესახებ მეტ ინფორმაციას აწვდის.
ვებ-გვერდზე მომხმარებელს საშუალება აქვს იხილოს გადაცემა ,,თქვენი პარლამენტი“, - სატელევიზიო დისკუსია საკანონმდებლო თემებზე მმართველი და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო წარმომადგენლებს შორის. საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ,,თქვენი პარლამენტი“ უნიკალურ საშუალებას აძლევს ნახოს თუ როგორ განიხილავენ მის მიერ პირდაპირი გზით არჩეული დეპუტატები მათთვის საჭირბოროტო საკითხებს, მაგალითად, საგადასახადო პოლიტიკა ს, საარჩევნო კანონმდებლობას და საპენსიო რეფორმას. გადაცემებს ამზადებს პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს რეგიონულ ტელეკომპანიებს - ადგილობრივ კონტექსტში განხილული საკანონმდებლო საკითხებისა და პარლამენტარების პოზიციის მოსახლეობისთვის გაცნობაში.
გადაცემები 19 რეგიონალური ტელეკომპანიის მოთხოვნის შესაბამისად მზადდება. თითოეულ გადაცემაში მონაწილეობს დეპუტატი რეგიონიდან, რომელშიც მაუწყებლობს ესა თუ ის ტელეკომპანია. ვებ-გვერდზე გადაცემების ძიება შესაძლებელია განხილული საკითხების, მონაწილე პარლამენტარებისა და იმ რეგიონალური ტელეკომპანიების მიხედვით, რომლებმაც გადაცემას ეთერი დაუთმეს.
,,თქვენი პარლამენტი“ შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელ Facebook-ზეც, რაც კანონმდებლებსა და ამომრჩევლებს შორის ორმხრივ კომუნიკაციას უწყობს ხელს.
,,პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი“ - საქართველოს მოსახლეობას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოუსმინონ ადგილობრივ, პირდაპირი გზით არჩეულ წარმომადგენლებს და გაიგონ განსხვავებული მოსაზრებები საკითხებზე, რომლებსაც განიხილავს პარლამენტი“, აღნიშნა NDI საქართველოს დირექტორმა ლუის ნავარომ. ,,ჩვენს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დემოკრატიას განმარტავს როგორც განსხვავებული მოსაზრებების მოსმენას. საქართველოს მოსახლეობის ორმა მესამედმა არ იცის ადგილობრივი, საქართველოს პარლამენტში პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლის ვინაობა და უნდა მეტი შეიტყოს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს პარლამენტის საქმიანობა მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე“.
პარლამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით, NDI-იმ დააფუძნა პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი, რომელიც განთავსებულია საქართველოს პარლამენტში.
,,პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრის“ მიერ მომზადებული გადაცემის ,,თქვენი პარლამენტი“ პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტი, ინტერნიუსი-საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
Related Stories