The FINANCIAL და გლობალ კომპაქტის ქსელი საქართველოში ეპატიჟება მედიის და
ბიზნესი ს წარმომადგენლებს, ბიზნესი ს სოციალური პასუხისმგებლობისადმი
მიძღვნილ პრეზენტაციაზე. ღონისძიება გაიმართება ორშაბათს, 19 დეკემბერს, 12
საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პრეზენტაციის მიზანია მედიის წარმომადგენელთა შორის, ასევე მთლიანად საზოგადოებაში, ბიზნესი ს სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობადობის ამაღლება.
CSR ანუ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, კომპანიისთვის, საზოგადოებისა და გარემოსთვის სასარგებლო საქმიანობას გულისხმობს. ეს ცნება დღეს ყველაზე აქტუალურია მსოფლიო ს წამყვან კორპორაციებში. CSR ბიზნესი ს და საზოგადოების მდგრადი განვითარების, ასევე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის და ფინანსური განვითარების მექანიზმად არის მიჩნეული.
19 დეკემბერს, 12 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, კომპანიები სტუმრებს გააცნობენ სტრატეგიას, რომლებიც ბიზნესი ს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება.
გამომსვლელთა შორის არიან: ამერიკის სავაჭრო პალატა, გლობალ კომპაქტი, ბანკი კონსტანტა, მადნეული, სასტუმრო რადისონი, ჯეოპლანტი, ჯეოსელი , თიბისი ბანკი და SCRDG.
კომპანიებს გადაეცემათ CSR-ის პრინციპებისადმი ერთგულების სერთიფიკატები.
ღონისძიების სტუმრებისთვის გაიმართება კოქტეილ-წვეულება.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 74 17 00 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
გაეროს გლობალ კომპაქტის ათი პრინციპი:
ადამიანის უფლებები
1. ბიზნესი უნდა ეხმარებოდეს და პატივს სცემდეს ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს
2. ბიზნესი არ უნდა იყოს ადამიანთა უფლებების შემლახველ საქმიანობაში გარეული
დასაქმება
3. ბიზნესი უნდა ეხმარებოდეს ასოციაციებების ჩამოყალიბებას და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას.
4. ბიზნესმა არ უნდა დაუშვას მუშახელის იძულებითი დასაქმება და ექსპლუატაცია.
5. ბიზნესმა არ უნდა დაუშვას ბავშვთა მუშახელად გამოყენება
6. ბიზნესმა უნდა აღკვეთოს დასაქმებისას და თანამდებობების განაწილებისას დისკრიმინაცია
გარემო
7. ბიზნესი უნდა მონაწილეობდეს გარემოს დაცვაში
8. ბიზნესმა უნდა განახორციელოს ინიციატივები, რომლებიც ემსახურებიან გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას
9. ბიზნესმა უნდა ხელი შეუწყოს გარემოსთვის მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვას
ანტიკორუფცია
10. ბიზნესმა უნდა იმუშაოს ნებისმიერი სახის კორუფციის წინააღმდეგ, მათ შორის გამოძალვის.
Related Stories