თბილისი, საქართველო, 23 დეკემბერი, 2011–საერთაშორისო საფინანსო
კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, ახალი სახელმძღვანელო
გამოაქვეყნა, რომელიც სურსათის მწარმოებელ კომპანიებს სურსათის უვნებლობის
მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვაში დაეხმარება, რაც ადგილობრივ და
საერთაშორისო ბაზრებზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
IFC-ის სახელმძღვანელო მოიცავს კონკრეტულ მითითებებს, თუ როგორ შეიძლება სურსათის მწარმოებლებმა დანერგონ HACCP (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მეთოდოლოგია - Hazard Analysis Critical Control Points), საერთაშორისო სისტემა, რომელიც მრავალ ქვეყანაში გამოიყენება წარმოების პროცესში სურსათის უვნებლობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტმა და საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმძღვანელო სურსათის მწარმოებელ კომპანიებს დღეს თბილისში ჩატარებული სემინარის ფარგლებში წარუდგინეს.
`ვფიქრობთ, HACCP-ის სახელმძღვანელო სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება სურსათის წარმოებისთვის, რამდენადაც პრაქტიკულ რჩევებს აძლევს კომპანიებს სურსათის უვნებლობის შიდა კონტროლის სფეროში,” განაცხადა სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილემ თორნიკე მგალობლიშვილმა. `სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესს გაიღრმავოს ცოდნა სურსათთან დაკავშირებული რისკების და მათი თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ, რასაც შედეგად მომხმარებლისთვის უვნებელი სურსათის წარმოება მოჰყვება.”
IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტი სურსათის მწარმოებელ კომპანიებს სურსათის უვნებლობის მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში, ხოლო HACCP-ის კონსულტანტებს პროფესიული დონის ამაღლებაში ეხმარება ტრენინგებისა და სემინარების მეშვეობით. პროექტი ხორციელდება ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსთან და ბჵ-სა და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორებთან თანამშრომლობით.
`IFC-ის სახელმძღვანელო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და იმავდროულად საქართველოში სურსათის წარმოების ადგილობრივ სპეციფიკაზეა მორგებული,” განაცხადა საქართველოში IFC -ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის მენეჯერმა მაია თევზაძემ. `ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით მწარმოებლები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს და ცალკეულ სექტორზე ორიენტირებულ მასალებს, რომლებშიც დეტალურადაა განმარტებული, თუ როგორ უნდა დაინერგოს HACCP-ის სისტემა წარმოებაში.”
საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 550 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 39 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესი ს განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით კომპანიებს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება და ასევე, მუშაობს ბანკებთან მათი რისკის მართვის პრაქტიკის განმტკიცების მიზნით.
Related Stories