მიხეილ სააკაშვილმა სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

პარასკევს Holiday Inn Tbilis –ში ISBO - ს რიგით 6-ე დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება

28/12/2011 17:52 (146 დღე 07:14 minutes ago)

პარასკევს, 30 დეკემბერს, 16:00, Holiday Inn Tbilisi-ში [თბილისი, 26 მაისის მოედანი #1] შედგება საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის [ISBO] რიგით 6-ე დაჯილდოვების ცერემონია.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ოლიმპიადის გამარჯვებულს გადაეცემა 5,000 ლარი. 20 საუკეთესო სტუდენტი დაჯილდოვდება სერტიფიკატებით. ოლიმპიადის მიმდინარეობის პროცესში მიღწეული წარმატებისათვის სერტიფიკატებით ასევე დაჯილდოვდებიან სხვა მონაწილე სტუდენტები და მათი პედაგოგები. დაჯილდოვების ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნებიან პროექტის ორგანიზატორები/პარტნირები, სპონსორები და მონაწილე სტუდენტები.

ISBO ამბიციური და მოტივირებული სტუდენტების ინტელექტუალური ბიზნეს შეჯიბრია, რომელიც 2011 წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა. იგი თებერვალში დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში ინტერნეტით მიმდინარეობდა. საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის ოფიციალურ ვებსაიტზე: www.sbo.ge

ISBO თანაორგანიზატორები არიან:
** შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი [IBSU]
** ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა [ISET]
** ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი [GAU]
** კავკასიის უნივერსიტეტი [CU/CSB]
** საქართველოს უნივერსიტეტი [GU]
** კავკასიის აკადემიური ცენტრი [CAC]
** გ. რობაქიძის უნივერსიტეტი [Alma Mater]
** ქუთაისის უნივერსიტეტი [UNIK]
** ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი [AUHTC]
** გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი [GTTU]
** Conference.ge – ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი
** MARNET Associates LLC [ორგანიზატორი]


საკონტაქტო პირი:
ტარიელ ზივზივაძე
პროექტის ორგანიზატორი
577 73 79 64
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group