დღეს, 20:00 საათზე, შარდენზე, (კონკასთან) თიბისი ბანკის საიუბილეო
პროექტის „20/12“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან
პროექტის მონაწილე მწერლები და ფოტოხელოვანები.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
წარმოდგენილი იქნება ნოველების ფოტოილუსტრაციების გამოფენა და ამ ნოველების ავტორების მონაწილეობით გადაღებული სატელევიზიო რგოლების პრეზენტაცია. პროექტი თიბისი ბანკმა 1 თვის წინ დაიწყო და გაგრძელდება 2012 წლის ბოლომდე. პროექტის ფარგლებში 12 ქართველმა მწერალმა შექმნა 12 მოთხრობა, რომელთა ფოტოილუსტრაციები შეიქმნა 12 ცნობილი ფოტოხელოვანის მიერ. ამ მოთხრობებისა და ფოტოების საფუძველზე თიბისი ბანკმა გამოსცა წიგნი-დღიური და კედლის კალენდარი. მომავალი წლის განმავლობაში პროექტი გაფართოვდება და მოიცავს ხელოვნების სხვა დარგებსაც. ბოლოს კი, ამ ნოველევბის საფუძველზე შეიქმნება კინოსცენარი და მხატვრული ფილმი. პროექტი ეძღვნება თიბისი ბანკის 20 წლის იუბილეს, რომელიც ბანკს 2012 წლის დეკემბერში უსრულდება.
ფილმის პრემიერა სწორედ ბანკის იუბილეზე გაიმართება.
Related Stories