ჰილარი კლინტონი:"საქართველოსთვის არჩევნები შესაძლებლობაა აჩვენოს,რომ ნატო-ს ღირებულებების ერთგულია"


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქველმოქმედო საშობაო ღონისძიება საქართველოს რეგიონში არსებული ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის

06/01/2012 14:16 (137 დღე 16:58 minutes ago)

2012 წლის 8 იანვარს, დღის 13:00 საათზე ფრანგული სასტუმროების ქსელის “სიტადინი”-ს საქართველოს ფილიალი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აწყობენ საქველმოქმედო საშობაო ღონისძიებას საქართველოს რეგიონში არსებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საშობაო კარნავალში მონაწილეობას მიიღებენ რუსთავის, ახალქალაქის, ნორიოს, წილკაანისა და სოფელი გლდანის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები. მათ სასტუმროში ტრანსპორტილებას უზრუნველყოფს კომპანია ომეგა ტაქსის სამარშრუტო ტაქსები. ბავშვთა გასართობის ცენტრი “მულტი პულტი” სპეციალური საშობაო გასართობი პროგრამით დახვდება ბავშვებს. ისინი სასტუმრო სიტადინისგან სპეციალურ საშობაო საჩუქრებს მიიღებენ.

კომპანია “ბეკო” აღნიშნულ ბავშვთა სახლებს საახალწლოდ გადასცემს ტელევიზორებს.

ფარჰოდ ტაშდემიროვი, სასტუმრო სიტადინის გენერალური მენეჯერი: ჩვენ, როგორც საერთაშორისო სასტუმრო, მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობას ვღებულობთ საქველმოქმედო აქციაში და საქართველოს რეგიონების მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს თუნდაც 1 დღით გავუფერადებთ ცხოვრებას და მივულოცავთ ახალ წელს”.

სასტუმრო სიტადინის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიები – კვებისა და კონსალტინგის კომპანია, ბაკურ სულაკაურის საგამომცემლო სახლი, შ.პ.ს. უნიფორმა.

ღონისძიება გაიმართება სასტუმრო “სიტადინი”-ს ბიზნეს ლაუნჯში. მისამართი: თავისუფლების მოედანი 4. ტელ: 599 49 00 12.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group