ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

სააბონენტო ნომრის პორტირების მაჩვენებელი მუდმივად იცვლება

20/01/2012 17:29 (123 დღე 13:46 minutes ago)

home-telephone.jpg
ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით როგორც, მობილური ქსელის ასევე, ფიქსირებული ქსელის 107 422 აბონენტმა ისარგებლა.

 

აქედან თითქმის 96 266 აბონენტი უკვე სხვა ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.


პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ ჯეოსელი “ ლიდერობს და 2012 წლის 20 იანვრის მონაცემებით „ ჯეოსელი დან“ სხვა მობილურ ქსელში 32 914 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“ კონკურენტი კომპანიებიდან 45 386  აბონენტი გადაპორტირდა.


მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ ბილაინი “, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 19 413 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 23 996 აბონენტი შეიძინა.


კომპანია „ მაგთი კომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 30 847 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ მაგთი კომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 47 902 აბონენტი წავიდა.


და ბოლოს, კომპანია „სილქნეტი“, სადაც კონკურენტი კომპანიებიდან 4 მობილური ქსელის აბონენტი გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ სააბონენტო ნომრის პორტირება მობილურ ქსელში 2011 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო.
ფიქსირებულ ქსელში სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურება 2011 წლის 1 დეკემებრს დაიწყო. საერთო ჯამში ფიქსირებული სადენიანი და ფიქსირებული უსადენო ქსელის ათასამდე აბონენტმა ისარგებლა ნომრის პორტირებით. სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიკურება:


„ნიუ–ნეტში“ 16 აბონენტი გადავიდა კონკურენტი კომპანიებიდან, „ნიუ–ნეტიდან“ კი 63 აბონენტი წავიდა.
კომპანია „მაი ფონმა“ სამი აბონენტი შეიძინა და სამი აბონენტი დაკარგა.


ფიქსირებულ ქსელში სააბონენტო ნომრის პორტირების შედეგად ყველაზე მეტი აბონენტი  კომპანია „სილქნეტმა“ შეიძინა – 900 აბონენტი კონკურენტი კომპანიებისგან. „სილქნეტიდან“ კონკურენტ კომპანიებში ჯერ–ჯერობით არც ერთი აბონენტი არ წასულა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების სატარიფო პოლიტიკა ზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group