ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ID ბარათის მიღების სურვილი ამ დრომდე 120 000 –მა მოქალაქემ გამოთქვა

21/01/2012 10:35 (122 დღე 20:42 minutes ago)

id-barati.jpg

ელექტრონული პირადობის მოწმობის ID  ბარათის ფუნქციები დღითიდღე ფართოვდება და დოკუმენტის მიღების სურვილს სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

გუშინ, რუსთავის იუსტიციის სახლში, ID ბარათების სერვისების შესახებ და ID ბარათების გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.


მისი თქმით, ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციები თანდათან  ფართოვდება. მისი საშუალებით შესაძლებელია რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა, ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნა; მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად,  ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის აღება ელექტრონულად  იუსტიციის სახლის ვებ-გვერდიდან შეუძლიათ, იუსტიციის სამინისტროში ID ბარათმა უკვე ჩაანაცვლა სამსახურებრივი მოწმობისა და საშვის ფუნქცია, 2011 წლის 10 დეკემბრიდან კი საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობით გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, ID ბარათით ადამიანს პერსონა ლური ინფორმაციის დათვალიერება შეუძლია. 

ახალი ნოვაცია „საქართველოს ბანკმა“ შესთავაზა მომხმარებლებს. მათ აღარ უწევთ  მომსახურებისთვის საჭირო აპლიკაციის ხელით შევსება, ID ბარათის გამოყენებით, მოქალაქის მონაცემები ადვილად და უშეცდომოდ გადადის აპლიკაციაზე რიდერის საშუალებით.

ID ბარათის აღება საქართველოს ყველა რეგიონშია შესაძლებელი. დაჩქარებული მომსახურების მსურველებისათვის კი ელექტრონული პირადობის მოწმობა შაბათ-კვირასაც გაიცემა. ათ დღის ვადაში ბარათის აღების საფასური 30 ლარია, განაცხადის წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს - 40 ლარი. 60 ლარის გადახდის შემთხვევაში ID ბარათის აღება ოცდაოთხ საათშია შესაძლებელი, განაცხადის დაკეთების დღესვე ელექტრონული პირადობის მომწობის  საფასური კი 65 ლარს შეადგენს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group