2012 წლის 26 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამი“ მისი პროექტისა
და უილიამ ანთოლისისა და სტროუბ ტალბოტის წიგნის, „სწრაფად წინ: ეთიკა და
პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში“ პრეზენტაციას გამართავს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ღონისძიება საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება (თბილისი, გ. ჭანტურიას ქ, #8, ყოფილი გალერეა „ჰობი“), დასაწყისი 18:30 საათზე.
„სწრაფად წინ“ 2010 წელს გამოცემული საერთაშორისო ბესტსელერია, რომელიც გლობალური დათბობით გამოწვეულ მოვლენებსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს. უილიამ ანთოლისი და სტროუბ ტალბოტი მკითხველს მოუთხრობენ კლიმატის ცვლილებების დიპლომატიის ორი ათწლეულის შესახებ, განმარტავენ ეროვნულ და საერთაშორისო ფაქტორებს, რომელთაც გავლენა მოახდინეს და არაერთხელ შეაფერხეს პოლიტიკური მოლაპარაკებები. წიგნი ხსნის „რადარამის“ ყოველთვიური წიგნების სერიას.
„რადარამი“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ თემებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა , მეცნიერება, ფსიქოლოგია და სხვა. თითოეული მათგანი ისეტი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის. გარდა სოციალური მედიისა, კითხველს ორგანიზაციასთან დაკავშირება და სიახლეების მიღება 8844 ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნითაც შეუძლია.
ორგანიზაცია წიგნებს საქართველოს ყველა რეგიონის ბიბლიოთეკებსა და წიგნების მაღაზიებში ავრცელებს ისეთ ფასად, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის.
პროექტი ფინანსდება ევრაზიის თანამშროლობის ფონდისა და შავი ზღვის ფონდის მიერ.
საკონტაქტო პირი: თამუნა კვარაცხელია, 592 887886,
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
Related Stories