2012 წლის 27 იანვარი , 19.30 საათზე, თბილისში სასტუმროში ” რედისონი”
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული
პროგრამა შენარჩუნება (JSI) , რეპორდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ
მედია კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ ჟურნალისტს შეეძლო, ვინც საკონკურსოდ 2011 წლის განმავლობაში ჯანმრთელი ოჯახის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე გამოქვეყნებულ მასალას წარმოადგენდა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორ ტრადიციული ისე, სოციალური მედიის წარმომადგენლებმა, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა. გამარჯვებულ ჟურნალისტებს გადაეცემათ ფასიანი პრიზები და სერთიფიკატები JSI და მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს როგორც ტრადიციულმა ისე სოციალური მედიის წარმომადგენელმა, კონკურსის ფარგლებში 20- მდე ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი.
პროგრამა შენარჩუნება (JSI) მიზანია საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლება თანამედროვე ოჯახის დაგეგმვის მეთოდების შესახებ, ამისათვის რეგულარულად იმართება სხვა და სხვა მედია კონკურსი და საგანმანათლებლო სემინარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა აბორტების ყველაზე მაღალი დონე 1999 წელს 3.6, აბორტი თითო ქალზე.
2005 წელს საშუალოდ 3.1 აბორტი თითო ქალზე. ბოლო კვლევამ გამოავლინა, რომ აბორტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო 2005 და 2010 წლების შუალედში და შეადგინა საშუალოდ 1.6 აბორტი თითო ქალზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბორტების კლებასთან ერთად გაიზარდა თანამედროვე კონტრაცეპტივების გამოყენება 20% დან 1999 წელს 35%-მდე 2010 წელს. უფრო მეტიც, კვლევამ დაადგინა შობადობის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა 2005 წელს 1.6 დან 2010 წელს 2.0 მდე.
Related Stories