ახალი სარეკლამო ფილმი მაყურებელს დაწვრილებით გააცნობს “TAV Airports”-ის
მიღწევებს აეროპორტი ს შეუფერხებელი და ეფექტური ოპერირების საქმეში.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ფილმის თემა აგებულია კითხვაზე - „რა იქნებოდა „ტავ“- ი რომ არ ყოფილიყო?“ ამ კითხვის პარალელურად ფილმში ცხოვრება წამიერად ჩერდება აეროპორტში.
TAV Airports-მა, გლობალურმა ბრენდმა აეროპორტების ოპერირების ბიზნესში წარმოადგინა რიგი მოკლე მეტრაჟიანი ფილმები მის მიერ ოპერირებადი მაღალ-სოფისტიური ინფრასტრუქტურის შესახებ. სარეკლამო ფილმის სცენარი აგებულია ორ მგზავრზე, რომლებიც მოდიან აეროპორტში და სარგებლობენ TAV-ის მაღალი კლასის სერვისით. უცებ აეროპორტში ცხოვრება წამიერად ჩერდება და ისმება კითხვა „„რა იქნებოდა, „ტავ“- ი რომ არ ყოფილიყო?“ (http://youtu.be/ItwFuXiLLiA)
გარდა ამ ახალი სარეკლამო ფილმისა, გამოვიდა ტავ-ის ინფორმაციული ხასიათის ფილმი, სადაც დაწვრილებით არის ასახული მის მიერ მოწოდებული ინტეგრირებული მომსახურებების ყველა ასპექტი, აგრეთვე TAV Group -ის მიერ შეკვეთილი ფილმი, რომელიც ეძღვნება TAV Construction-სა და ამ ჯგუფში შემავალ სხვა შვილობილ კომპანიებს. ფილმის წარმატების ერთ-ერთი გარანტი, რომელიც გადაღებულია Dreambox-ის მიერ, საყოველთაოდ ცნობილი ჰოლანდიელი რეჟისორი ლუის ვან ცვოლვიდი და ფოტოგრაფი სტივ ვოლკერია. (http://youtu.be/Kd8n-ZkGsR0 da http://youtu.be/TWSVif92JAg)
“TAV Airports”-ში ჩვენ ისე ვნერგავთ ჩვენს სერვისებს, რომ თვითმფრინავით მგზავრობა სასიამოვნო გავხადოთ“, განაცხადა “TAV Airports”-ის კორპორაციული კომუნიკაციების კოორდინატორმა ბენგი ვარგიულმა. TAV-ის თანამშრომლები აეროპორტი ს უხილავი გმირები არიან. ამ ფილმით ვeცადეთ ხაზგასმით წარმოგვეჩინა, რომ უნაკლო სისტემის არსებობა შემთხვევით არ მიიღწევა და რომ TAV-ი, რომელმაც ეს საათივით აწყობილი სტრუქტურა შექმნა, გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ ყველაფერში, თანაც სცენის მიღმა.
ერთი კვირის განმავლობაში მედია საშუალებები აჩვენებდნენ ახალი ფილმების რეკლამებს, რომლებიც დამაინტრიგებელი ფრაზებით მიმდინარეობდა: „რა ხდება აეროპორტში?“ „რეისები შეჩერდა, მგზავრები გაოცებას არიან...“ ამ დამაინტრიგებელ რეკლამებს მოკლე ხნის განმავლობაში, სოციალურ მედიაში ათასობით ადამიანი გამოეხმაურა.
ფილმებს 35-კაციანი ჯგუფი 10 დღის განმავლობაში იღებდა TAV-ის მიერ მართულ აეროპორტებში: სტამბულის ათათურქის სახელობისა და ანკარას ესენბოღას აეროპორტებში თურქეთში, ენფიდას აეროპორტში ტუნისში და სკოპიეს აეროპორტში მაკედონიაში. ფილმების მონტაჟი კი 20-კაციანმა ჯგუფმა სამ კვირაში დაასრულა.
TAV-ის შესახებ
ტავ ჰოლდინგი მსოფლიო ს ერთ-ერთი წამყვანი ოპერატორია აეროპორტების ოპერირებაში და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა. ტავ ჰოლდინგი ასევე ოპერირებას უწევს სტამბულის, ანკარის, იზმირის, ალანიის საერთაშორისო აეროპორტებს თურქეთში, მაკედონიაში არსებულ 2 აეროპორტს და აეროპორტებს ტუნისში. 2012 წლიდან ჰოლდინგი დაიწყებს საუდის არაბეთის მედინას აეროპორტი ს ოპერირებასაც. ტავ აეროპორტები უზრუნველყოფენ აეროპორტების სხვა ისეთი სფეროების ოპერირებასაც, ამას გარდა, უზრუნველყოფს უბაჟო ვაჭრობის, კვების ობიექტებისა და კომერციული სფეროს ოპერირებას რიგის აეროპორტში, ლატვიაში. 2011 წ. ტავ ჰოლდინგი მოემსახურა 451,000 რეისს და დაახლოებით 53 მილიონ მგზავრს.
Related Stories