| სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010” |
|
01/02/2012 14:27 (111 დღე 16:54 minutes ago) | ||||||||||||
![]() საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010” მოამზადა.
პუბლიკაცია მოიცავს 2004-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკის ამსახველ მაჩვენებლებს. კრებულში განზოგადებული მაჩვენებლების სახით ასევე წარმოდგენილია მთლიანი დამატებული ღირებულება რეგიონების მიხედვით, ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემა, სახელმწიფო ფინანსები, დაუკვირვებადი ეკონომიკა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
კრებული მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სახელისუფლებო ორგანოებს, მეცნიერ-მკვლევარებს, სასწავლო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციებით, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებითა და პროგნოზირების საკითხებით.
სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს კრებულის ნახვა შეუძლიათ საქსტატის ვებ-გვერდზე: www.geostat.ge.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


