საქართველო საკრედიტო რესურსის სიძვირით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

დღეს ”ჯი-ემ-პი”-ში საერთაშორისო კონსალტუნგური კომპანიის აუდიტორმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა

16/02/2012 15:18 (96 დღე 16:06 minutes ago)

16 თებერვალს, 11სთ-ზე, ქართულ ფარმაცევტულ საწარმოში GMP პრეს-კონფერენცია გამართეს საერთაშორისო ხარისხის კონსალტინგური კომპანიის International Quality Consulting (IQC) აუდიტორმა ჟან-ფრანსუა პანსემ და GMP-ის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ გიორგი ანთაძემ.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ბ-ნი პანსე ევროპული რეგისტრაციებისთვის საწარმოში პროცესების პროგრამულ მართვის სტანდარტთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებდა და აუდიტის დასრულების შედეგები გააცნო დამსწრე საზოგადოებას.


”შემოწმების პროცესი იყო ყოვლის მომცველი და რამდენიმე დღე გრძელდებოდა. აუდიტი დასრულებულია. კონტროლის შედეგად დადასტურდა , რომ  ”ჯი-ემ-პი”-ში ხარისხის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა ისეთივეა როგორც ევროპაში.
ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია იმისა, რომ ”ჯი-ემ-პი”-ში წარმოებული მედიკამენტები ისეთივე გარანტირებული ხარისხისაა, როგორც ევროპის ცნობილ საწარმოებში” - განაცხადა ჟან-ფრანსუა პანსემ.


ამ დასკვნას ქართული ფარმაცეტული საწარმო ” GMP”-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროგაერთიანების ქვეყნებში მისი პრეპარატების რეგისტრაციისთვის. ”ჯი-ემ-პი”-ს მიერ წარმოებული მედიკამენტები ექსპორტზე 2007 წლიდან გადის მსოფიოს უკვე 11 ქვეყანაში. ამჟამად ”ჯი-ემ-პი”-ს პრეპარატების რეგისტრაცია მიმდინარეობს ევროგაერთიანებაში. ევროპაში მედიკამენტის რეგსიტრაციის პროცესი ითვალისწინებს მწარმოებელი ქარხნის სარეგისტრაციო ინსპექტირებას, ხარსიხის მართვისა და პროცესების გადამოწმებას. ამ მიზნით საერთაშორისო ხარისხის კონსალტინგური კომპანიის International Quality Consulting (IQC) აუდიტი ჟან-ფრანსუა  პანსემ განახორციელა.


GMP აწარმოებს 120-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს. ექსპორტზე უკვე გადის 40-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. 2011 წელს ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ჯამში ექსპორტის მოცულობამ 13 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.


”International Quality Consulting-ის აუდიტის შედეგად ევროსტანდარტებთან ჩვენი საწარმოს შესამაბისობის დასკვნა უმნიშვნელოვანესი ეტაპია ქართული ფარმაცევტული საწარმო ”ჯი-ემ-პი”-ს პრეპარატებს ევროპის ქვეყნების ბაზრებზე გასვლის გზაზე” - განაცხადა საწარმოს დირექტორმა გიორგი ანთაძემ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group