სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის სპორტული სეზონი
სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენები
დააჯილდოვა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა "პირWელს" განუცხადა, "2011 წელი ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული იყო, თუმცა 2012 წელი უფრო წარმატებული უნდა იყოს".
"საქართველოში მიმდინარე წლის განმავლობაში 1734 სპორტული ღონისძიება გაიმართა, რომელშიც 124 236-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. დიდ წარმატებას მიაღწიეს ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 12 საუკეთესოს შორის დასახელდნენ. ასევე აღსანიშნავია საქართველოს რაგბის ნაკრების წარმატებული გამოსვლა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე. არანაკლებ წარმატებულად იასპარეზეს ჩვენმა მშვილდოსნებმა, თავისუფალმა მოჭიდავეებმა, ძალოსნებმა, სამბისტებმა, ძიუდოისტებმა, მკლავჭიდელებმა. საბოლოო ჯამში, წარმატებული წელი გამოდგა, თუმცა 2012 წელს უფრო მეტი ჯილდოს მოპოვებას ვგეგმავთ",- განაცხადა ვარძელაშვილმა.
დღევანდელ ღონისძიოებაზე 8 ნომინაციაში საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ.
2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად რაგბისტი მამუკა გორგოძე დასახელდა, 2011 წლის საუკეთესო გუნდის ტიტული საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ერგო, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ჯილდო ძიუდოისტ ვლადიმერ ხიმჩეგაშვილს გადაეცა, 2011 წლის საუკეთესო პარასპორტსმენად კი ნიკოლოზ თვაური დასახელდა, რომელმაც არაოლიმპიურ შეჯიბრებაში, ცურვაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ასევე გამოვლინდნენ 2011 წლის საუკეთესო მსაჯები და სპორტული მენეჯერები, სპორტის 10 სახეობაში საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენები.
ცნობისთვის, ღონისძიებას როგორც ვეტერანი, ისე მოქმედი სპორტსმენები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
Related Stories