საქართველოს ნაკრებმა 2012 წელი ფიფას რეიტინგში დაქვეითებით დაიწყო.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, ფიფა-კოკა-კოლას იანვრის რეიტინგში საქართველოს ნაკრები სამი ადგილით დაქვეითდა და 76-ე პოზიციას იკავებს.
რეიტინგში დაქვეითება ნაწილობრივ უკავშირდება იმას, რომ საქართველოს ნაკრებს წელს საერთოდ არ უთამაშია. თემურ ქეცბაიას გუნდმა ბოლო შეხვედრა (ამხანაგური) 2011 წლის ნოემბერში, მოლდოვას ნაკრების წინააღმდეგ გამართა. (2-0).
ეროვნულ გუნდს, მდგომარეობის გამოსწორების შანსი წლის პირველ თამაშში, ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მიეცემა, რომელიც "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 29 თებერვალს შედგება.
მსოფლიო ს საფეხბურთო რეიტინგს სათავეში კვლავ მსოფლიო ს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი უდგას. მეორე და მესამე ადგილებზე ჰოლანდია და გერმანია არიან.
Related Stories