ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

მილტონ ჰეიგი – ვეცდებით, ქართველების ნდობა ბოლომდე გავამართლოთ

21/01/2012 13:09 (122 დღე 18:20 minutes ago)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი მწვრთნელები აცხადებენ, რომ გუნდი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


სამომავლო გეგმების შესახებ მთავარმა მწვრთნელმა, ზელანდიელმა მილტონ ჰეიგმა და შერკინების მწვრთნელმა კრის გიფსმა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს. სამინისტროში გამართულ შეხვედრას რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რიჩი დიქსონი და ნაკრების მენეჯერებიც ესწრებოდნენ.


"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. ქართულ რაგბს ჰყავს კარგი, ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ. ჩვენი მიზანიც ეს არის - ქართული რაგბი მაღალ სიმაღლეზე ავიყვანოთ. რაგბის კავშირმა ნდობა გამოგვიცხადა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ნდობა ბოლომდე გავამართლოთ", – განაცხადა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.


ლადო ვარძელაშვილმა ახალ მწვრთნელებსა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ სამინისტრო რაგბს, როგორც გამორჩეულ სპორტის სახეობას, მომავალშიც დიდ დახმარებას გაუწევს.


ახალზელანდიელი მწვრთნელები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ. ორშაბათს მილტონ ჰეიგი საქართველოს რაგბის კავშირთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. წარმატებული მუშაობის შემთხვევაში კონტრაქტის ვადა კიდევ 2 წლით გახანგრძლივდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group